EU-ს სანქციების რეჟიმს შესაძლოა, ნავალნის სახელი დაერქვას

საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი ჯოზეფ ბორელი ევროკავშირის ადამიანის უფლებათა სანქციების რეჟიმისთვის ნავალნის სახელის დარქმევის ინიციატივით გამოდის.
ბორელის თქმით, ამ წინადადებას ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებს დღევანდელ შეხვედრაზე შესთავაზებს. მინისტერიალს ს ცოლი იულია ნავალნაიაც ესწრება.
„ჩვენ უნდა გავუგზავნოთ მხარდაჭერის გზავნილი ს ოპოზიციას. ალექსეი ნავალნის ხსოვნის პატივსაცემად, მინისტრებს შევთავაზებ, ჩვენი ადამიანის უფლებების სანქციების რეჟიმს დავარქვათ ნავალნის სახელობის ადამიანის უფლებათა სანქციების რეჟიმი, რათა მისი სახელი სამუდამოდ იყოს უკვდავყოფილი ევროკავშირის საქმიანობაში ადამიანის უფლებების დაცვის მიმართულებით“, — განაცხადა ბორელმა.
ამავდროულად, ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებმა მოითხოვეს ახალი სანქციების დაწესება რუსეთის წინააღმდეგ ალექსეი ნავალნის სიკვდილის საპასუხოდ. ზომების „მინიმუმ გამკაცრების“ საჭიროებაზე ისაუბრა ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრმა გაბრიელიუს ლანდსბერგისმა, გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანალენა ბერბოკმა თქვა, რომ ევროკავშირის ახალმა სანქციებმა უნდა გაითვალისწინოს ნავალნის სიკვდილი.
ევროკავშირის ადამიანის უფლებათა გლობალური სანქციების რეჟიმი (ე.წ. ევროკავშირის მაგნიტსკის სია) 2020 წლის 7 დეკემბერს შეიქმნა. ის ითვალისწინებს სანქციების დაწესებას ფიზიკური პირების და ორგანიზაციების მიმართ, რომლებიც ჩართულნი არიან ადამიანის უფლებების სერიოზულ დარღვევებში მთელს მსოფლიოში.
რუსეთის სასჯელაღსრულების ფედერალურმა სამსახურმა ოპოზიციონერი ლიდერის ალექსეი ნავალნის ციხეში სიკვდილის შესახებ 16 თებერვალს განაცხადა.
უწყების ცნობით, „სეირნობისას მან თავი ცუდად იგრძნო და პრაქტიკულად, იმ წამსვე გონება დაკარგა. სასწრაფოს ექიმებმა დაადგინეს მსჯავრდადებულის გარდაცვალება“. მათივე ცნობით, დგინდება ნავალნის გარდაცვალების მიზეზები. მისი ცხედარი ოჯახისთვის ჯერაც არ გადაუციათ.
ციხეში ყოფნისას ნავალნი მუდმივად გადაჰყავდათ „შიზოში“ – საჯარიმო იზოლატორში. 2023 წლის ბოლოს კი რუსეთის უკიდურეს ჩრდილოეთში არსებულ კოლონიაში გადაიყვანეს.

ასევე დაგაინტერესებთ