ლევან ხაბეიშვილი – მნიშვნელოვანია, მთავარი ოპოზიციონერი ლიდერი არჩევნების წინ თავისუფალი იყოს – მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნას ასობით ჩვენი თანამოქალაქე უერთდება

ასობით ჩვენი თანამოქალაქე სხვადასხვა ქალაქში, სხვადასხვა მუნიციპალიტეტში ადგილებზე მოდიან, ოფისებში და უერთდებიან ს გათავისუფლების მოთხოვნას – უმნიშვნელოვანესია მთავარი ოპოზიციონერი ლიდერი 2024 წლის არჩევნებზე თავისუფალი იყოს, – ამის შესახებ პარტია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, მნიშვნელოვანია მთავარი ოპოზიციონერი ლიდერი არჩევნების წინ თავისუფალი იყოს და შესაძლებლობა მიეცეს მას ხალხთან კომუნიკაციის.
„საქართველოს მოქალაქის ნომერ პირველი პრობლემა არის უმუშევრობა, ეკონომიკური სიდუხჭირე და ამის გამოცდილება პრეზიდენტ სააკაშვილს აქვს. ასევე, მნიშვნელოვანია მთავარი ოპოზიციონერი ლიდერი არჩევნების წინ იყოს თავისუფალი და შესაძლებლობა მიეცეს მას ხალხთან კომუნიკაციის. თქვენ ხედავთ, ასობით ჩვენი თანამოქალაქე სხვადასხვა ქალაქში, სხვადასხვა მუნიციპალიტეტში ადგილებზე მოდიან ოფისებში და უერთდებიან მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნას, ამიტომ ყველას უნდა ესმოდეს, რომ უმნიშვნელოვანესია მთავარი ოპოზიციონერი ლიდერის გათავისუფლება და შესაძლებლობის მიცემა, რომ შეხვდეს და აწარმოოს საარჩევნო კამპანია 2024 წლის არჩევნებზე“, – განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა, რომლის კომენტარსაც პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პრესსამსახური ავრცელებს.
მათივე ცნობით, მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით ხელმოწერების შეგროვება ქუთაისში გრძელდება.

ასევე დაგაინტერესებთ

ზურაბ ჭიაბერაშვილი – სანქციები შეიძლება გავრცელდეს ქართულ ბანკებზე და საფინანსო ინსტიტუტებზე, თუკი ისინი არ დაიცავენ იმ სანქციებს, რომელსაც აშშ აწესებს – ქართული ბაკების დასანქცირება ეკონომიკას სრულიად ჩამოშლის

თინა ბოკუჩავა – ხელისუფლება, რომელიც წინასაარჩევნოდ ოპოზიციის განადგურებას ჰპირდება ხალხს, მტრის წინაშე ბოდიშის მოხდას მოითხოვს და ოპოზიციას, მათ შორის ქალებს ფიზიკურად უსწორდება, უკვე დამარცხებულია