“პეგასუსმა” უფასო ბარგის წონა 3 კგ-მდე შეამცირა

ავიაკომპანია Pegasus-მა, რომელიც საქართველოს სამივე საერთაშორისო აეროპორტიდან ასრულებს ფრენებს, ე.წ. უფასო ბარგის წონა 8 კგ-დან 3 კგ-მდე შეამცირა. განახლებული მონაცემები უკვე ჩანს ბილეთის შეძენის დროს.
ვებსაიტზე სასურველი მიმართულებით ფრენის მოძებნის შემდეგ ჩნდება წარწერა, რომლის მიხედვითაც, ხელბარგის დასაშვები ზომებია 40/30/15 სმ, რომელიც წონაში არ უნდა აღემატებოდეს 3 კგ-ს. ეს მგზავრობის ღირებულებას, ზოგიერთ შემთხვევაში, მნიშვნელოვნად ზრდის.
მაგალითად, 22 თებერვალს თბილისიდან ანკარის მიმართულებით ბილეთის ფასი 60 ევროა – ამ თანხაში შედის მხოლოდ 3 კგ-იანი ხელბარგი. იმ შემთხვევაში, თუ მგზავრს 8 კგ-იანი ბარგი აქვს, მას მგზავრობა 30 პროცენტით, 78 ევრომდე უძვირდება.
Pegasus ბაზარზე 1990 წლიდან ოპერირებს და ფრენებს 50 ქვეყნის 130 მიმართულებით ახორციელებს. ავიაკომპანია თბილისისა და ს საერთაშორისო აეროპორტებიდან რამდენიმე წელია ასრულებს ფრენებს, რამდენიმე კვირის წინ კი ფრენების შესრულება დაიწყო ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდანაც.

ასევე დაგაინტერესებთ