კომპანია „სქოუფის” საქმიანი განაჩენის შემდეგ საეჭვოა მან ფასიანი ქაღალდები კარგ ან იგივე ფასში გაყიდოს

„ბიზნესში მამუკა ხაზარაძე უკვე საეჭვო რეპუტაციის პირია, კომპანია „სქოუფის” საქმიანი განაჩენის შემდეგ, საეჭვოა მან ფასიანი ქაღალდები კარგ ან იგივე ფასში გაყიდოს,“ – წერს „ხალხის ძალის“ წევრი თამთა მეგრელიშვილი, საერთაშორისო სარეიტინგო კომპანია „სქოუფის“ მიერ მამუკა ხაზარაძის კომპანიისთვის, „ლისი ლეიქ დეველოპმენტისთვის“ რეიტინგის ორი პოზიციით შემცირების თაობაზე. მეგრელიშვილის თქმით, მამუკა ხაზარაძის წაბილწული სახელისა და იმიჯის პირობებში ინვესტორი ნამდვილად დაფიქრდება თაღლითთან საქმე დაიჭიროს თუ არა.
„საერთაშორისო სარეიტინგო კომპანია „სქოუფმა“, რომელსაც მამუკა ხაზარაძის კომპანიისთვის „ლისი ლეიქ დეველოპმენტისთვის“ B+ რეიტინგი ჰქონდა მინიჭებული ორი პოზიციით შეუმცირა რეიტინგი. მიზეზად კომპანიის სუსტი მენეჯმენტი და წარსულის მწარე გამოცდილება – ინვესტორებთან გაურკვევლობა დასახელდა.
ასეა, ბიზნესიცა და პოლიტიკაც, არა თაღლითობით არამედ ღირსებით უნდა აკეთო. ბიზნესში მამუკა ხაზარაძე უკვე საეჭვო რეპუტაციის პირია, კომპანია „სქოუფის” საქმიანი განაჩენის შემდეგ საეჭვოა მან ფასიანი ქაღალდები კარგ ან იგივე ფასში გაყიდოს. მისი წაბილწული სახელისა და იმიჯის პირობებში ინვესტორი ნამდვილად დაფიქრდება თაღლითთან საქმე დაიჭიროს თუ არ დაიჭიროს“, – წერს თამთა მეგრელიშვილი Facebook-ზე.
Previous: ნებისმიერი ინვესტორი კარგად უნდა დაფიქრდეს, იყიდოს თუ არა ფასიანი ქაღალდები ხაზარაძე-ჯაფარიძისგან

ასევე დაგაინტერესებთ

დავით ქართველიშვილი ცისტური ფიბროზის მქონე პაციენტების მკურნალობის პროგრამაზე: ჯანდაცვის სისტემის ეფექტიანობა პროგრამის მასშტაბურობით კი არა, სახელმწიფოს უნარით იზომება, არ დატოვოს მედიცინის მიღმა ათეულობით ოჯახი მხოლოდ იმიტომ, რომ მკურნალობა ძვირადღირებულია

ირაკლი კობახიძე – 2012 წლის შემდეგ სასამართლო სისტემაში განხორციელდა ცვლილებები, სოციოლოგიური კვლევების თანახმად, სასამართლოს მიმართ ნდობა არის ფუნდამენტურად გაზრდილი, ეს არის ობიექტური მოცემულობა