პრესმდივნის ცნობით, ალექსეი ნავალნის დედა და ადვოკატები მორგში არ შეუშვეს

ალექსეი ნავალნის დედას და ადვოკატებს არ უშვებენ ქალაქ სალეხარდის მორგში, სადაც სავარაუდოდ, ნავალნის ცხედარია. ამის შესახებ სოციალურ ქსელ X-ში წერს ს პრესმდივანი კირა იარმიში. მისი ინფორმაციით, ერთ-ერთი ადვოკატი მორგიდან გამოაგდეს. შეკითხვას, არის თუ არა იქ ცხედარი, მორგის თანამშრომლები არ პასუხობენ.
პუტინის ხელისუფლების აქტიური მოწინააღმდეგის, ალექსეი ნავალნის სიკვდილის მიზეზი ამ დრომდე უცნობია.
კირა იარმიშის თანახმად, საგამოძიებო კომიტეტში ნავალნის დედას და ადვოკატებს უთხრეს, რომ გარდაცვალების ფაქტის შემოწმება გრძელდება და უცნობია, როდის დასრულდება.
ს ოფიციალური ინფორმაციით, ციმბირში, იამალის ოლქში მდებარე კოლნიაში მყოფი ალექსეი ნავალნი 16 თებერვალს გარდაიცვალა. ოჯახის წევრებს ცხედარი ჯერჯერობით არ უნახავთ.
რუსეთის სასჯელაღსრულების ფედერალურმა სამსახურმა 16 თებერვალს განაცხადა, რომ ალექსეი ნავალნიმ გასეირნების შემდეგ თავი შეუძლოდ იგრძნო, გონება დაკარგა, ექიმების მიერ მისი რენიმირების მცდელობა კი უშედეგოდ დასრულდა.
ოპოზიციონერი ლიდერი, 47 წლის ალექსეი ნავალნი თაღლითობის და ექსტრემისტული ორგანიზაციის შექმნის ბრალდებებით, 19-წლიან სასჯელს იხდიდა იამალის ოლქის კოლონიაში. ნავალნი თავს მიიჩნევდა პუტინის რეჟიმის პოლიტიკურ პატიმრად. მას ასეთად მიიჩნევდნენ უფლებადამცველები და დასავლეთის სახელმწიფოები.
„კორუფციასთან ბრძოლის ფონდის“ დამაარსებელი ალექსეი ნავალნი, რომელიც 2020 წლის აგვისტოს ბოლოს, რუსეთში მოწამლეს „ნოვიჩოკის“ ჯგუფის ნივთიერებით, გერმანიაში მკურნალობის შემდეგ მოსკოვში 2021 წლის იანვარში დაბრუნდა და აეროპორტშივე დააკავეს.
ალექსეი ნავალნის სიკვდილის გამო პუტინს დააკისრეს პასუხისმგებლობა რუსეთის ოპოზიციამ და დასავლეთის სახელმწიფოებმა.