“უკრაინის ომის საკითხში სომხეთი რუსეთის მოკავშირე არ არის”- ფაშინიანი

სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა მიუნხენისა და მეზობელი ტერიტორიების სომხური თემის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე განაცხადა, რომ სომხეთი ს მოკავშირე უკრაინის საკითხთთან მიმართებაში არ არის.
“მე აქამდეც მითქვამს, რომ სომხეთი არ არის რუსეთის მოკავშირე უკრაინის საკითხთან მიმართებაში და ეს არის ჩვენი გულწრფელი პოზიცია. პირველად ეს ორი წლის წინ ვთქვი და ნამდვილად ვწუხვართ, რომ სიტუაციაზე გავლენას ვერ ვახდენთ. უკრაინელი ხალხი ჩვენი მეგობარია” – განაცხადა ფაშინიანმა.
სომხეთი რუსეთ-უკრაინის კონფლიქტთან დაკავშირებით მიიჩნევს, რომ საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ მოპოვებული რესპუბლიკების დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობის აღიარებისთვის საფუძველი “ალმათის” დეკლარაციაა.
“რაც შეეხება ს, ჩვენ მივიჩნევთ, რომ ალმათის დეკლარაცია არის რესპუბლიკების დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობის აღიარების საფუძველი. ჩვენი ლოგიკით, იგივე უნდა იყოს უკრაინასთან მიმართებაშიც, რადგან ეს დოკუმენტი ყველას გვეხება. თუკი მას გავანადგურებთ, ყველაფერს გავანადგურებთ” – განაცხადა სომხეთის პრემიერ-მინისტრმა.

ასევე დაგაინტერესებთ