საქართველოდან რუმინეთში ადგილობრივი პროდუქციის ექსპორტი 11 361%-ით გაიზარდა – რა გავყიდეთ

2024 წლის იანვარში საქართველოდან რუმინეთში ადგილობრივი პროდუქციის ექსპორტი 11 361%-ით არის გაზრდილი.
საქსტატის მონაცემებით, 2023 წლის იანვარში ადგილობრივი ექსპორტი რუმინეთში 34.2 ათასი დოლარი იყო, 2024 წლის იანვარში კი ეს მაჩვენებელი 3 923 500 აშშ დოლარს შეადგენს.
ზრდა ძირითადად გამოწვეულია საქართველოდან რუმინეთში სასუქების (მინერალური ან ქიმიური, აზოტოვანი) ექსპორტით.
გასულ თვეში რუმინეთში 3 877 520 აშშ დოლარის სასუქის ექსპორტი განხორციელდა. აღსანიშნავია, რომ გასული წლის იანვარში ამ პროდუქტის ექსპორტი რუმინეთში საერთოდ არ განხორციელებულა.
გთავაზობთ ადგილობრივ პროდუქტებს, რომელიც საქართველოდან რუმინეთში გავიდა ექსპორტზე 2024 წლის იანვარში:
· ბოსტნეული სხვა, ახალი ან შეყინული – 34.54 ათასი აშშ დოლარი;
· სასუქები მინერალური ან ქიმიური, აზოტოვანი – 3 877 520 აშშ დოლარი;
· ტომრები და პაკეტები შესაფუთი – 520 აშშ დოლარი;
· საქონელი ატრაქციონებისათვის, სამაგიდო ან ოთახის თამაშობანი – 10.93 ათასი აშშ დოლარი.

ასევე დაგაინტერესებთ