ისრაელი რაფაზე იერიშს დაიწყებს, თუ მძევლებს რამადანამდე არ გაათავისუფლებენ

ისრაელის ომის კაბინეტის მეთაურმა, ოპოზიციური პარტია ეროვნული ერთიანობის ლიდერმა ბენი განცმა აღნიშნა, რომ თუ მუსლიმთა წმინდა თვე რამადანამდე ჰამასი მძევლებს არ გაათავისუფლებს, ქალაქ რაფაზე იერიშს დაიწყებენ.
“მაოფლიომ უნდა იცოდეს, ჰამასის ლიდერებმა უნდა იცოდნენ – თუ რამადანისთვის ჩვენი მძევლები სახლში არ იქნებიან, ბრძოლა ყველგან გავრცელდება, რაფას ჩათვლით”. – თქვა ბენი განცმა.
წელს რამადანი 10 მარტს იწყება.
ქალაქი რაფა, რომელიც ეგვიპტეს ესაზღვრება, ღაზის სექტორში ჰამასის უკანასკნელი გამაგრებული წერტილი დარჩა, თუმცა ამ დასახლებულ პუნქტს თავს აფარებს მილიონზე მეტი პალესტინელი.
უკვე რამდენიმე კვირაა, რაც რაფაზე იერიშის დაწყებას გეგმავს, რასაც, შესაძლო ჰუმანიტარული კატასტროფის გამო, საერთაშორისო ზეწოლა ახლავს თან. თუმცა ისრაელელი მაღალჩინოსნები ირწმუნებიან, რომ ოპერაციამდე მშვიდობიან მოსახლეობას ქალაქიდან ევაკუაციის საშუალებას მისცემენ.
მოსალოდნელი ოპერაციით შეშფოთებულია ეგვიპტე, რომელსაც ეშინია, რომ პალესტინელი დევნილების ნაკადი მათ საზღვარს მიადგება. სწორედ ამიტომ, კაირომ საზღვარზე კონტროლი გაამკაცრა და დამატებითი ძალები განათავსა.
ისრაელის პრემიერმინისტრმა, მ გასულ დღეებში თქვა, რომ რაფაში ოპერაციაზე უარის თქმა დამარცხების ტოლფასი იქნება.