უკრაინა: რუსეთის გაშვებული 4 დრონიდან ყველა გავანადგურეთ

19 თებერვლის ღამით რუსეთმა ს შაჰედის ტიპის 4 დრონით შეუტია, მათგან უკრაინამ ყველა გაანადგურა. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის საჰაერო ძალები ტელეგრამ-არხზე ავრცელებს.
“ღამით უკრაინის თავდაცვის ძალებმა გაანადგურეს შაჰედის ტიპის ოთხივე უპილოტო საფრენი აპარატი, რომელიც მტერმა ბელგოროდის ოლქიდან ხარკოვის ოლქის მიმართულებით გაუშვა”. – აღნიშნულია განცხადებაში.
გარდა ამისა, უკრაინის შეიარაღებული ძალების ცნობით, ბოლო 24 საათის განმავლობაში თავდაცვის ძალებმა გაანადგურეს 1 290 ოკუპანტი, 34 ჯავშანტექნიკა, 11 ტანკი და 1 თვითმფრინავი.