Finnair მგზავრების აწონას იწყებს

„ავიაკომპანიის მგზავრის სახისა და სხეულის სკანირება ჩვეულებრივი გახდა თვითმფრინავში ასვლისას. ახლა აწონის დროა. ნამდვილად იქნება შეზღუდვები სხეულის წონაზე? რატომ იწყებს ფინური ავიაკომპანია Finnair-ი მგზავრებს აწონას?“ – ასეთ კითხვებს სვამს Bild-ი.
2023 წლის ზაფხულში Air New Zealand-მა დაიწყო მგზავრების დეტალური შესწავლა, ახლა მას Finnair-მა მიჰბაძა.
ავიაკომპანია აცხადებს, რომ თვითმფრინავში ასვლისას წონის შეზღუდვა არ იქნება. შეგროვებული მონაცემები საჭიროა თვითმფრინავის აფრენისას წონისა და საწვავის ბალანსის შესასწავლად.
მგზავრების ბიოლოგიური მონაცემების გარდა, ავიაკომპანია გამოთვლის თვითმფრინავის რეალურ ბალანსს საწვავის წონის, ბარგის, ტვირთის, საკვებისა და წყლის შესახებ მონაცემების საფუძველზე. Finnair-ს არ სურს დაეყრდნოს საავიაციო ხელისუფლების საშუალო მონაცემებს, რადგან ის შეიძლება ნაკლებად ზუსტი იყოს.

ასევე დაგაინტერესებთ