Ryanair ევროპის მასშტაბით 3 ახალ მიმართულებას ამატებს – ბილეთების ფასი 27 ევროდან იწყება

ირლანდიურმა დაბალბიუჯეტიანმა ავიაკომპანია Ryanair-მა ქსელი გააფართოვა და ევროპის პოპულარულ ლოკაციებზე კიდევ 3 მიმართულება დაამატა.
ამრიგად, ზაფხულის დასაწყისიდან დაჯავშნის სისტემაში ხელმისაწვდომია ახალი მიმართულებები ესპანეთიდან, საფრანგეთიდან, ბელგიიდან, პორტუგალიიდან და იტალიიდან.
2024 წლის გაზაფხული-ზაფხულის ახალი მიმართულებებია:
სევილია (ესპანეთი) – Brive-la-Gaillarde (საფრანგეთი): 2024 წლის 1 ივნისიდან – კვირაში ორჯერ;
ბრიუსელის შარლეროა (ბელგია) – პონტა დელგადა (პორტუგალია): 2024 წლის 3 ივნისიდან – კვირაში ერთხელ;
მილან ბერგამო (იტალია) – ბიარიცი (საფრანგეთი): 2024 წლის 3 ივნისიდან – კვირაში ორჯერ.
ბილეთების შეძენა შესაძლებელია ავიაკომპანიის ოფიციალურ ვებგვერდზე. ბილეთების საბაზისო ფასები 27 ევროდან იწყება.
ბილეთები მილანიდან ბიარიცში 3 ივნისს შეგიძლიათ შეიძინოთ 26,74 ევროდ, ბიარიციდან მილანში 10 ივნისს – 27,87 ევროდ. ბრიუსელიდან პონტ დელგადის მიმართულებით ფრენა ივნისის პირველ დღეებში 97 ევრო ეღირება.

ასევე დაგაინტერესებთ