ჩვენ ძალიან თბილად ვიღებთ საქართველოს დემოკრატიულ ერთა ოჯახში, სადაც არის არჩევანის თავისუფლება, ეკონომიკური წარმატება, – ამის შესახებ ტელეკომპანია “იმედის” ეთერში საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა განაცხადა.
რობინ დანიგანს იმედი აქვს, რომ ევროსაბჭო დადებით გადაწყვეტილებას მიიღებს.
“მეც მაქვს იმედი, რომ ევროსაბჭო მიიღებს დადებით გადაწყვეტილებას. რა თქმა უნდა, საბოლოო გადაწყვეტილება ევროპელებზეა და ჩვენ ძალიან თბილად ვიღებთ საქართველოს დემოკრატიულ ერთა ოჯახში, სადაც არის არჩევანის თავისუფლება, ეკონომიკური წარმატება. ბოლო ათწლეულებში საქართველომ ეკონომიკის მიმართულებით ძალიან დიდ წარმატებას მიაღწია და ეს გაგრძელდება,” – აღნიშნა რობინ დანიგანიმ.