კვიპროსში მცხოვრებმა ასობით რუსმა კვიპროსის უდიდეს ბანკ Hellenic-ში თავისი ანგარიშები დაკარგა. ამის შესახებ The Moscow Times-ი კომპანია Main Partner Trust-ზე დაყრდნობით იტყობინება, რომელიც კვიპროსში იურიდიულ და საკონსულტაციო მომსახურებას ახორციელებს.
საუბარია „კვიპროსული საბუთების მქონე“ მოქალაქეებზე, რომლებიც რუსეთის საგადასახადო რეზიდენტები არ არიან. ანგარიშების დახურვა ასევე შეეხო მათ მოქმედ კომპანიებს. ბანკმა გადაწყვეტილების მიზეზები არ დაასახელა.
Hellenic, აქტივების მიხედვით, მეოთხე უდიდესი ბანკია კვიპროსში. მანამდე საკრედიტო ინსტიტუტმა განაცხადა, რომ აპირებს დაექვემდებაროს რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომის გამო.
საბერძნეთის ბანკი მომხმარებელს არა მხოლოდ ტრადიციულ საბანკო პროდუქტებს სთავაზობს, არამედ ფინანსური მომსახურების ფართო სპექტრს, მათ შორის – დაზღვევას, პორტფელის მენეჯმენტს, საინვესტიციო აქტივობებს და სხვა.
გასული წლის აპრილში, კვიპროსის კიდევ ერთმა დიდმა ბანკმა, Bank of Cyprus-მა, გამოაცხადა 4000 რუსული ანგარიშების დახურვის შესახებ. გადაწყვეტილება შეეხო რუსეთის ფედერაციის მაცხოვრებლებს, რომლებმაც მიიღეს შემოსავალი სანქცირებული ბიზნესიდან, ასევე მათ, ვისაც აქვს ბინადრობის ნებართვა.
2014-2022 წლებში ყირიმის ანექსიის შემდეგ, კვიპროსის ბანკებმა დახურეს რუსი კლიენტების ანგარიშების 82%-ი. დეპოზიტების მოცულობა კი ოთხჯერ – 76%-ით გაიზარდა. საერთო ჯამში, 60 000 ფიზიკურ და იურიდიულ პირს, უარი ეთქვა საბანკო მომსახურებაზე. ხელისუფლებამ კვიპროსიდან „გამოძევებული“ სახსრების მოცულობა 43,5 მილიარდ ევროდ შეაფასა.