ცესკო საერთაშორისო სიმპოზიუმზე ერთდროულად სამი საერთაშორისო ჯილდოს მფლობელი გახდა

“წლის საუკეთესო საარჩევნო ადმინისტრაცია,” “ს მართვა” და “კონფლიქტების მართვა არჩევნებში” – საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია საერთაშორისო სიმპოზიუმზე ერთდროულად სამი საერთაშორისო ჯილდოს მფლობელი გახდა.
საპარლამენტო სწავლების საერთაშორისო ცენტრის მიერ ორგანიზებულ, მე-19 საერთაშორისო საარჩევნო სიმპოზიუმის ფარგლებში გამართულ დაჯილდოების ცერემონიაზე, ჯილდოები ს თავმჯდომარეს გადაეცა. პორტუგალიაში მიმდინარე სიმპოზიუმზე, გიორგი კალანდარიშვილმა მონაწილეებს ცესკოს საქმიანობა გააცნო.
სესიაზე, რომელიც არჩევნების მომავალსა და ელექტრონული ხმის მიცემას ეხებოდა, დეტალურად ისაუბრა ამ მიმართულებით არსებულ გამოცდილებაზე და იმაზე, თუ რას აკეთებს საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაცია ტექნოლოგიების დანერგვასთან დაკავშირებით.

ასევე დაგაინტერესებთ

ჯაშუშობისთვის დამიჭირა, ორი კვირაა გასული გამოშვებიდან, ჯაშუში ვარ ოფიციალური, სასჯელს ვიხდი და მეუბნება, მოდი ჩემთან ერთად ფოტო გადაიღეო- წინასაარჩევნო პერიოდი იყო, მერე მივხვდი მესიჯი რა იქნებოდა

რიგ შემთხვევებში, ევროკავშირის ქვეყნების მთავრობები იმ არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ფონდების მიმართ, რომლებიც ეჭვმიტანილი არიან სახელმწიფოს შიდა საქმეებში ჩარევაში მიმართავენ კანონით გათვალისწინებულ ზომებს