სალომე ზურაბიშვილი – ალექსეი ნავალნის გარდაცვალების გამოცხადება მიუნხენის კონფერენციის დაწყებამდე შემთხვევითი არ იყო – ვფიქრობ, ეს იყო მესიჯი ამ კონფერენციისთვის

საქართველოს პრეზიდენტი, მიიჩნევს, რომ რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, ს გარდაცვალების გამოცხადება მიუნხენის კონფერენციის დაწყებამდე ცოტა ხნით ადრე შემთხვევითი არ იყო და ამით რუსეთმა კონფერენციას გარკვეული გზავნილი გაუგზავნა.
„ვფიქრობ, შემთხვევითი არ იყო, რომ ნავალნის გარდაცვალება გამოცხადდა მიუნხენის კონფერენციის დაწყებამდე რამდენიმე საათით თუ წუთით ადრე. სთვის დამახასიათებელია, შეეცადოს ფსიქოლოგიურად გავლენა მოახდინოს, რომ რუსეთი აკეთებს რასაც უნდა, სადაც უნდა. ვფიქრობ, ეს იყო მესიჯი მიუნხენის კონფერენციისთვის“, – განაცხადა პრეზიდენტმა მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში dpa-სთან ინტერვიუში.
შეგახსენებთ, პარასკევს ცნობილი გახდა, რომ პატიმრობაში მყოფი რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, ალექსეი ნავალნი კოლონიაში გარდაიცვალა.

ასევე დაგაინტერესებთ

ჯო ბაიდენი – 91 წლის წინ, იოსებ სტალინმა და საბჭოთა რეჟიმმა ჰოლოდომორი მოაწყო, რომელმაც მილიონობით უკრაინელის სიცოცხლე შეიწირა – უკრაინელი ხალხისადმი ჩემი გზავნილი ნათელია: აშშ თქვენს წარსულს პატივს მიაგებს და თქვენს გვერდით დგას