ზურაბიშვილი: ევროკავშირის გაფართოება საქართველოსთვის ეგზისტენციალურია

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე პანელურ დისკუსიაში მიიღო მონაწილეობა და საქართველოსთვის ევროკავშირში გაწევრიანების მნიშვნელობაზე ისაუბრა.
„ეს აუცილებლობაა“ — თქვა სალომე ზურაბიშვილმა, „უსაფრთხოება და აუცილებლობა“:
„ეს ერთადერთი პერსპექტივაა იმ ქვეყნისთვის, რომელიც ცივილიზაციურად ევროპულ ღირებულებებს იზიარებს. მაგრამ დღეს, შესაძლოა, მთავარია უსაფრთხოება და უსაფრთხოების ეს აუცილებლობა არის ის, რაც ევროკავშირმაც უნდა იგრძნოს, რადგან წარმოიდგინეთ, როგორი იქნებოდა დღევანდელი ომი ში, ევროკავშირში რომ არ ყოფილიყო პოლონეთი, ბალტიისპირეთის ქვეყნები, რუმინეთი, ბულგარეთი“ — განაცხადა პრეზიდენტმა.
ს თქმით, წინა გაფართოებამ ფაქტობრივად უზრუნველყო დამატებითი უსაფრთხოება მთელი ევროკავშირისთვის და შემდეგი გაფართოება ევროკავშირისა და საქართველოს უსაფრთხოების დამატებითი ღირებულება იქნება. ზურაბიშვილმა აღნიშნა, რომ ესაა სოლიდარობა და საერთო ღირებულებები:
„ამავდროულად, ჩვენ საერთო უსაფრთხოების ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი გვაქვს, რაზეც საკმარისად არ ვსაუბრობთ, ეს არის შავი ზღვა. რასაც ახლა აკეთებს ფაქტობრივად არის ის, რაც მან 2007 წელს გამოაცხადა, რომ არ დაუშვებდა დასავლეთს შავ ზღვაზე. და რა მოხდა 2007 წლის შემდეგ?
საქართველო – 2008 წელი, შავი ზღვისპირეთი, – მთავარი პოსტი შავ ზღვაზე და შემდეგ ომი უკრაინაში. [რუსეთმა] გამოაცხადა რის გაკეთებას აპირებდა და როდესაც ამას აკეთებს, ვფიქრობ, ევროკავშირისა და საქართველოს უსაფრთხოებისათვის, ევროპასთან ჩვენი კავშირის უდიდეს ინტერესშია, რომ რუსეთი არ გახდეს ექსკლუზიური ძალაუფლების მქონე შავ ზღვაში, რასაც ის ცდილობს. ეს მნიშვნელოვანია მომავლისთვისაც, კომუნიკაციებისათვის, რომელიც ასე მნიშვნელოვანი იქნება მომდევნო წლებსა და ათწლეულებში, ტრანსპორტის უსაფრთხოებისთვის, ენერგეტიკის უსაფრთხოებისთვის, ჩვენ უნდა ავიცილოთ ეს“ — თქვა სალომე ზურაბიშვილმა.
ზურაბიშვილმა აღნიშნა, რომ გაფართოება საქართველოსთვის ეგზისტენციალურია და ეს არ არის პროცედურის, მოწონება-არმოწონების საკითხი:
„არჩევანი არ არის და რისი გაზიარებაც მინდა ისაა, რომ გაფართოება დღეს თქვენთვისაც ეგზისტენციალურია, რადგან თუ გლობალურ სურათს შეხედავთ, რას ხედავთ… ვფიქრობ, ზოგჯერ გვავიწყდება, რომ რუსეთი არამხოლოდ შეიჭრა უკრაინაში, ყველა ქვეყანას კიბერშეტევებითა და ჰიბრიდული ომით ემუქრება, არამედ ახლა ანტისატელიტური ომისაკენ მიდის, რამაც შესაძლოა, საფრთხე შეუქმნას კომუნიკაციებს და ჩვენი ქვეყნების მთლიან ლოჯისტიკას.
ასე რომ, ვფიქრობ, უნდა იყოს გარკვეული რესურსი, რომელიც ამ საკითხების გადასაჭრელად არსებობს. ჩვენ მეტი უნდა გავაკეთოთ ქვეყნის შიგნით, რათა დაჩქარდეს რეფორმები, მაგრამ არაფერი შეცვლის იმ ფაქტს, რომ ჩვენ ერთად სხვა ალტერნატივა არ გვაქვს, გარდა იმისა, რომ ვიყოთ ერთად, ვიყოთ ერთიანები, ვიყოთ უფრო დემოკრატიულები და წინ აღვუდგეთ ავტოკრატიათა ალიანსს, რომელიც ამწვავებს ტერორიზმსა და კიბერშეტევებს. ყველა საფრთხე, რომელიც მოდის, ერთი და იგივე მიმართულებიდან მოდის. მაშ ასე, მოდით შევხედოთ ამ სურათს, რომელიც მიუნხენისთვის არის სურათი, რომელიც უნდა დავინახოთ და არ დავიმალოთ კომფორტის მიღმა“ — თქვა სალომე ზურაბიშვილმა მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში სიტყვით გამოსვლისას.

ასევე დაგაინტერესებთ

მამუკა ხაზარაძე – 26 ოქტომბერს მატყუარა მთავრობას გავისტუმრებთ და სასწრაფოდ დაიწყება ანაკლიის პორტის მშენებლობა დასავლელი პარტნიორების მონაწილეობით – ეს პორტი აუცილებლად უნდა ასახიერებდეს საქართველოს და კავკასიის კარიბჭეს