მადრიდის “რეალმა” ილია თოფურიას გამარჯვება მიულოცა [PHOTO]

UFC 298-ზე საჩემპიონო ქამრისთვის ბრძოლაში ილია თოფურიამ ალექსანდრ ვოლკანოვსკი ნოკაუტით დაამარცხა.
მადრიდის “რეალის” ოფიციალურმა გვერდმა თოფურიას გამარჯვება სოციალურ ქსელში მიულოცა.
გილოცავთ ესპანური სპორტისთვის მოპოვებულ ამ ისტორიულ გამარჯვებას. ჩვენ ვამაყობთ, რომ ისეთი “მადრიდისტა”, როგორიც შენ ხარ, UFC-ის ჩემპიონი გახდა”, – წერს კლუბი X-ზე.
ილია თოფურია პირველი ქართველი მებრძოლი გახდა, რომელიც UFC-ის ჩემპიონია. “მატადორის” ანგარიშზე 15 ჩატარებული ბრძოლა და ამდენივე გამარჯვებაა.