აქტიურად მივიწევთ წინ -თან ერთად იარაღის ერთობლივი წარმოების საკითხზე – ვოლოდიმირ ზელენსკი

უკრაინაში ომის 633-ე დღეა. ომში მყოფი ქვეყანა კონტრშეტევას განაგრძობს. გენშტაბის ინფორმაციით, ქალაქ ბახმუტთან უკრაინის თავდაცვამ პოზიციების დაკავება მოახერხა.
ამასთან, გასულ ღამეს უკრაინის საჰაერო თავდაცვის სისტემამ კიევის თავზე 29 უპილოტო საფრენი აპარატის განადგურება შეძლო.
ვოლოდიმირ ზელენსკი კი ამერიკის შეერთებულ შტატებთან ერთად იარაღის ერთობლივ წარმოებაზე საუბრობს.
“ჩვენ აქტიურად მივიწევთ წინ აშშ-თან ერთად იარაღის ერთობლივი წარმოების საკითხზე. ვაშინგტონში ჩემი ვიზიტის დროს აშშ-ის პრეზიდენტთან, ჯო ბაიდენთან შევთანხმდით ძალიან კონკრეტულ საკითხებზე, რისი გაკეთებაც შეგვიძლია ერთად და ეს აუცილებლად გააძლიერებს როგორც ამერიკელებს, ასევე უკრაინელებს და ჩვენს პარტნიორებს”, – განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

ასევე დაგაინტერესებთ

ეკა სეფაშვილი 26 მაისის აღნიშვნისას რელიგიური თემატიკის გამოყენებაზე: ჩვენ ძალიან დიდ პატივს ვცემთ ეკლესიას, ეს არის ჩვენი მორალური ღირებულებების შენარჩუნების და გადარჩენის ძალიან მნიშვნელოვანი ინსტიტუცია და ამის ხაზგასმა გადაჭარბებული ნამდვილად არ არის

დონალდ ტრამპი მიხეილ ყაველაშვილს: „ეს წელი ახალ შესაძლებლობებს იძლევა ამერიკელ და ქართველ ხალხს შორის მეგობრული კავშირების განსაახლებლად და ჩვენი ქვეყნების უსაფრთხოებისა და კეთილდღეობის ხელშეწყობისთვის“