თბილისში წუხელ ერთი ადამიანი დაჭრეს – 24 წლის ბიჭი საავადმყოფოში გარდაიცვალა

თბილისში, გვიან ღამით, ახალგაზრდა კაცი დაჭრეს. გავრცელებული ინფორმაციით, დაჭრილმა დახმარება თავად ითხოვა. ის უგონო მდგომარეობაში საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა ექიებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.
არსებული ინფორმაციით, 24 წლის ბიჭს ჭრილობები მუცლის და ბარძაყის არეში ჰქონდა მიყენებული.
მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19,108-ე და 236-ე მუხლებით დაიწყო, რაც მკვლელობის მცდელობასა და იარაღის უკანონო ტარება-ხმარებას გულისხმობს.
ამ დროისთვის დამატებითი დეტალები უცნობია.

ასევე დაგაინტერესებთ

IPSOS-ის კვლევის ავტორი – ყველა მხარე საკმაოდ დადებითად არის განწყობილი, როდესაც საკითხი მართლმსაჯულების სისტემის დამოუკიდებლობას ეხება – ყოფილი საბჭოთა ქვეყნებისთვის შესაძლოა საქართველო სანიმუშო მაგალითად გამოდგეს