ვისთვისაც მისაღები იყო, საქართველოს ინტერესზე მაღლა ვიწროპარტიული ინტერესი დაეყენებინა, ამ ჯგუფებთან გარიგებას გეგმავს ზურაბიშვილი, უფრო სწორად, უკვე გარიგებულია

ვისთვისაც მისაღები იყო, საქართველოს ინტერესზე მაღლა ვიწროპარტიული ინტერესი დაეყენებინა, ამ ჯგუფებთან გარიგებას გეგმავს ზურაბიშვილი, უფრო სწორად, უკვე გარიგებულია
როდესაც ქართველ ამომრჩეველს შეკვეთებს აძლევენ იმასთან დაკავშირებით, როგორი უნდა იყოს მათი არჩევანი, ეს სწორი არ არის, ამას უნდა დაანებონ თავი და საკუთარი ქმედებები, იდეოლოგია, მსოფლმხედველობა უნდა მოიყვანონ შესაბამისობაში ქართველი ხალხის ნებასთან და არა პირიქით, ბრძანებებს გასცემდნენ ქართველი ერის მიმართ, – ამის შესახებ ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარემ მ განაცხადა.
„ასე მუშაობს დემოკრატია და ამისგან განსხვავებულია ზურაბიშვილის მისწრაფება, სურვილებიც და პოლიტიკაც. მეჩვენება, რომ ეს პოლიტიკური ვაჭრობის საგანიც არის, მაგრამ პოლიტიკური ვაჭრობის მიღმა ყველაზე რადიკალური ფლანგი ვინც არის, ვისთვისაც, მაგალითად, იყო მისაღები და დასაშვები, რომ საქართველოს ინტერესზე მაღლა დაეყენებინა საკუთარი ვიწროპარტიული ინტერესი, როგორც ჩანს, ასეთ პოლიტიკურ ჯგუფებთან გარიგებას გეგმავს ზურაბიშვილი, უფრო სწორად, უკვე გარიგებულია, ასეც შეგვიძლია ვთქვათ, რადგან გასაგებია, რომ როდესაც ერთი და იგივე რიტორიკა წარიმართება და ერთსა და იმავენაირად დამაზიანებელი, ყველასთვის გასაგებია, რომ ეს მათ ერთიანობაზე მეტყველებს“, – განაცხადა სარჯველაძემ.
„იქნებ დროა, საქართველომ კოალიციური მთავრობა გამოსცადოს. კოალიციური მთავრობა თუ გვეყოლება, ეს იქნება პოლარიზაციის დასასრული“, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა „ევრაქტივთან“ (EURACTIV) ინტერვიუში განაცხადა.

ასევე დაგაინტერესებთ

ჩვენი ევროპული გზა არის გზა ჩვენს აფხაზ და ოს თანამოქალაქეებთან ერთად. გზა, რომელიც შერიგებით იწყება. გზა, რომელიც მიჯნავს ძმობას და მტრობას, ომის სურვილს და ომის სინანულს, ომის დამნაშავეს და ომის მსხვერპლს

„ნაციონალური მოძრაობა“ მუდმივ საბოტაჟს უწყობს რუსთავის მოსახლეობას, ეს მაგალითი კარგად გვიჩვენებს, თუ რა კატასტროფა შეიძლება დატრიალდეს საქართველოში, შეუძლებელი რომ მოხდეს და ხელისუფლებაში დაბრუნდნენ