ანტიკორუფციული საკითხების საგანმანათლებლო პროგრამებში ინტეგრირებასთან დაკავშირებით აკადემიური წრის წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა

ანტიკორუფციული საკითხების საგანმანათლებლო პროგრამებში ინტეგრირებასთან დაკავშირებით აკადემიური წრის წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა. შეხვედრაზე აღინიშნა, რომ საგანმანათლებლო სფეროში ანტიკორუფციული საკითხების ინტეგრირება მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს, როგორც ანტიკორუფციული პოლიტიკის ფორმირების პროცესში, ისე კორუფციასთან ბრძოლის ეფექტურად განხორციელებაში.
აკადემიური წრის წარმომადგენლებმა და დამსწრე საზოგადოებამ აღნიშნული საკითხების მხარდაჭერის მიზნით ხელი დეკლარაციასაც მოაწერეს.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის გიორგი ამილახვრის განცხადებით, მნიშვნელოვანია საგანმანათლებლო დაწესებულებებში დაინერგოს სწავლის მექანიზმები თუ რა მნიშვნელობა აქვს კორუფციასთან ბრძოლასა და რა მექანიზმები არსებობს მის საწინააღმდეგოდ.
“იმ გზაზე, რომელზეც დღეს საქართველო დგას- ევროინტეგრაციის გზაზე ერთ-ერთი მნიშვნელოვანი [საკითხი] არის კორუფციასთან ბრძოლა და დამოუკიდებელი ძლიერი ორგანოს ჩამოყალიბება, როგორიც არის ახლად შექმნილი ანტიკორუფციული ბიურო და რაც მთავარია ახალგაზრდებში, სტუდენტებში თავიდანვე იმის ახსნა თუ რა მნიშვნელობა აქვს კორუფციასთან ბრძოლას, რა მექანიზმები არსებობს, რა სამართლებრივი საფუძვლები არსებობს და სწორედ ამ მიზნით კონფერენცია ეძღვნება, იმას რომ საგანმანათლებლო პროგრამებში უნივერსიტეტებში და სკოლებში აქტიურად დავნერგოთ ანტიკორუფციული სწავლება”, – განაცხადა გიორგი ამილახვარმა.

ასევე დაგაინტერესებთ

“ქართული ოცნების” ყაზბეგის მერობის კანდიდატი კობა გელაძე: განსახორციელებელი პროექტების გეგმა იქნება უშუალოდ მოსახლეობასთან კომუნიკაციით, მათთან უშუალო კავშირი გვექნება როგორც პროექტის მომზადების, ისე განხორციელების დროს

კაპიტონ ჟორჟოლიანი- მხოლოდ დაბაში 800-ზე მეტი საოჯახო სასტუმროა. ბოლო პერიოდში ისეთი გზები გაკეთდა, რაც აქამდე არ ყოფილა. ჩვენთვის მნიშვნელოვანია გზის შეყვანა ყველა სოფელში, რომ ჩვენს მოსახლეობას გადაადგილება გაუადვილდეს