მედია – უკრაინა პირველ F-16-ებს ივნისში მიიღებს

პირველი ამერიკული წარმოების F-16 ტიპის მოიერიშე თვითმფრინავები უკრაინის ცაზე დაახლოებით 2024 წლის ივნისში გამოჩნდება, – ამის შესახებ გამოცემა Foreign Policy იუწყება.
„ვფიქრობ, ივნისში ჩვენ ვიხილავთ მათ (F-16 ტიპის მოიერიშე თვითმფრინავებს) ში“, – ციტირებს გამოცემა ლიეტუვის თავდაცვის მინისტრს, არვიდას ანუსაუსკასს.
Foreign Policy წერს, რომ იგივე დრო დაადასტურა მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე მონაწილე სხვა ევროპელმა ოფიციალურმა პირმა.
გამოცემის ინფორმაციით, უკრაინის მთავრობა ელოდება, რომ ფისკალური წლის ბოლომდე შეერთებულ შტატებში 12 პილოტი გაივლის მომზადებას მოიერიშე თვითმფრინავების მართვაზე.

ასევე დაგაინტერესებთ