“ნაპოლის” ვარსკვლავი ხვიჩა კვარაცხელია UFC-ის ორი ქართველი მებრძოლის ილია თოფურიასა და მერაბ დვალიშვილის წარმატებას საკუთარ “ინსტაგრამ” გვერდზე გამოეხმაურა.
შეგახსენებთ, ილია თოფურია გახდა პირველი ქართველი მებრძოლი, რომელმაც UFC-ის საჩემპიონო ქამარი მოიპოვა. რაც შეეხება დვალიშვილს, UFC-ის პრეზიდენტის, დანა უაითის თქმით, მერაბის მომდევნო ბრძოლა ასევე საჩემპიონო იქნება.