რადოსლავ სიკორსკი სალომე ზურაბიშვილს – მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებაში თქვენ წვლილის შეტანა შეგიძლიათ

მნიშვნელოვანია, მიხეილ სააკაშვილს მოექცნენ სამართლიანად და ალბათ, თქვენ შეგიძლიათ წვლილი შეიტანოთ მის გათავისუფლებაში. ამას მიესალმებიან ისინი, ვისაც საქართველოსთვს კარგი უნდათ, – ასე მიმართა პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მ მიუნხენის საერთაშორისო კონფერენციის ფარგლებში გამართულ პანელზე: „უფრო ღრმა, ფართო და უნარიანი ევროკავშირი“ საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს.
„ჩვენ გვახსოვს, რომ ამ კონფერენციას ესწრებოდა ხოლმე თქვენი წინამორბედი, პრეზიდენტი სააკაშვილი. ბევრი ჩვენგანისთვის ის არის საქართველოს მოდერნიზების სიმბოლო. ჩვენ პატივს ვცემთ თქვენს კანონის უზენაესობას, მაგრამ ჩვენ ასევე ვფიქრობთ, რომ მის მიმართ მოპყრობა ასევე ძალიან მნიშვნელოვანია. მნიშვნელოვანია, მას მოექცნენ სამართლიანად და ალბათ, თქვენ შეგიძლიათ წვლილი შეიტანოთ მის გათავისუფლებაში. ამას მიესალმებიან ისინი, ვისაც საქართველოსთვს კარგი უნდათ“, – აღნიშნა პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.