ოკუპანტებმა უკრაინას დრონებით შეუტიეს – ჩამოგდებულია 29 შაჰიდი

გასულ ღამეს ოკუპანტებმა ს ირანული წარმოების შაჰიდებით შეუტიეს. უკრაინის საჰაერო ძალებში აცხადებენ, რომ რუსებმა თავდასხმის რამდენიმე ტალღა განახორციელეს და ჯამში 38 დრონი ისროლეს. უკრაინის ცნობით, მათგან 29 ჩამოაგდეს.
საჰაერო ძალების ცნობით, შეტევა 17 ნოემბრის საღამოს 8 საათიდან დაიწყო 18 ნოემბრის დილის 4 საათამდე გაგრძელდა. ს შეიარაღებული ძალები თავდასხმებს ძირითადად ჩრდილოეთ და სამხრეთ დასახლებებიდან ახორციელებდნენ.
გუშინ ოკუპანტების სამიზნე იყო ც – როგორც საჰაერო თავდაცვის ძალები აცხადებენ, მათ კიევისკენ მიმავალი ყველა ობიექტი გაანადგურეს, მათ შორის იყო ირანული წარმოების დრონებიც. პირველადი ინფორმაციით, თავდასხმას მსხვერპლი არ მოჰყოლია.