„გადავწყვიტეთ მთელი ჩვენი არტილერია უკრაინას გადავცეთ“ — დანიის პრემიერი

დანიის პრემიერ-მინისტრი მეტე ფრედრიკსენი აცხადებს, რომ მიიღეს გადაწყვეტილება მთელი არტილერია, რასაც ფლობს, უკრაინას გადასცენ.
აღნიშნული განცხადება ქვეყნის პრემიერმა მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას გააკეთა:
„უკრაინას საბრძოლო მასალა ახლა სჭირდება. ჩვენი მხრივ, გადავწყვიტეთ მთელი ჩვენი არტილერია უკრაინას გადავცეთ. ევროპაში არის საბრძოლო ტექნიკა, საკითხი მხოლოდ წარმოებას არ ეხება.
ჩვენ გვაქვს შეიარაღება, საბრძოლო მასალა, საჰაერო თავდაცვის სისტემები, რომლებსაც ჯერჯერობით არ ვიყენებთ და ისინი უკრაინას უნდა გადავცეთ“ — თქვა დანიის პრემიერმა და სხვა ქვეყნებს უკრაინისთვის შეიარაღების გადაცემისკენ მოუწოდა.

ასევე დაგაინტერესებთ

ომბუდსმენი – 2025 წლის მონაცემებით, „სოციალურად დაუცველი ოჯახების ბაზაში“ ირიცხება 379 957 ბავშვი, რომელთაგან 23 322 პირველადად დარეგისტრირდა – 7 248 მოსწავლეს შეუჩერდა, 1 366 მოსწავლეს კი შეუწყდა მოსწავლის სტატუსი