უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი, ნიკა გელენიძე, დაიღუპა

უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი, ნიკა გელენიძე, დაიღუპა. 30 წლის მებრძოლი დანაყოფ “თბილისის” წევრი იყო.

გელენიძე თანამებრძოლებთან ერთად, ბახმუტიდან ცხედრის გამოყვანას ცდილობდა, რა დროსაც დაბომბვაში მოყვა და გუშინ ადგილზე დაიღუპა.
ქვედანაყოფ “თბილისის” მეთაური, გოჩა ხორავა “მთავარ არხთან” ამბობს, გელენიძის ცხედარი ცხელი წერტილიდან უკვე გადმოსვენებულია. მას თანამებრძოლები ორშაბათს კიევში, წმ. ვოლოდიმირის ტაძარში გამოემშვიდობებიან და სამშობლოში ამის შემდეგ გადმოასვენებენ.
“იყო დაგეგმილი ოპერაცია, ლევან ლობჟანიძე [ში დაღუპული ქართველი მებრძოლი] უნდა გამოეყვანათ და, აი, ამ სიტუაციაში, გზაში, დაბომბვაში მოყვნენ ბიჭები და დაბომბვაში დაიღუპა. ვერ მიაღწიეს ბიჭებმა, ლობჟანიძე რომ გამოეყვანათ. ორი აზერბაიჯანელი გვყავს დაჭრილი, ჩვენი ძმები, როლებიც ნიკოლოზთან ერთად იყვნენ, მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. ჰოსპიტალში არიან…ვუსამძიმრებ ნიკოლოზის ოჯახს. დედას, ძმას და მთელ საქართველოს. ძალიან დაგვწყვიტა გული, ვაჟკაცი ადამიანი დავკარგეთ,” – ამბობს ხორავა.
შეგახსენებთ, რომ უკრაინაში ს სრულმასშტაბიან შეჭრას, 2022 წლის 24 თებერვლიდან დღემდე, 50-ზე მეტი ქართველი მებრძოლი ემსხვერპლა. გელენიძე 57-ე ქართველი სამხედროა, რომელიც ოკუპანტებთან ბრძოლას შეეწირა.
ავტორი: ნინი ჟიჟიაშვილი