მიხეილ სარჯველაძე პრეზიდენტის მიუნხენში ვიზიტზე – ეს ზურაბიშვილის მხრიდან არის ქართული სახელმწიფოს, ქართული კონსტიტუციური მართლწესრიგის გამოწვევა და აბუჩად აგდება

ეს ზურაბიშვილის მხრიდან არის მხოლოდ და მხოლოდ ქართული სახელმწიფოს, ქართული კონსტიტუციური მართლწესრიგის გამოწვევა და აბუჩად აგდება,- ასე შეაფასა ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარემ, მ მიუნხენში პრეზიდენტ ს ვიზიტი, სადაც ის უსაფრთხოების კონფერენციაში მონაწილეობს.
მისი განცხადებით, ასეთი საქციელი „არცერთ შემთხვევაში არ შეშვენის ადამიანს, რომელსაც აქვს პრეტენზია, საქართველოს პრეზიდენტად იწოდებოდეს“.
„საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ უდავოდ დაადგინა, რომ საქართველოს პრეზიდენტი პრაქტიკულად, აღარც არის უფლებამოსილი, რომ ასეთ ადამიანად ითვლებოდეს. ეს საკონსტიტუციო სასამართლომ დაადგინა იმის მიღმა, რაც არის ყველა იურისტისთვის ელემენტარულ ჭეშმარიტებად ცნობილი – საპარლამენტო რესპუბლიკაში როგორია პრეზიდენტის ფუნქციები, კომპეტენციები, უფლებამოსილებები. მგონი, ეს დღეს ყველასთვის ნათელია. ამ ფონზე, როდესაც საკონსტიტუციო სასამართლოს ეს დადგენილი აქვს და ეს პრაქტიკულად უდავოდ იქცა, არავის შეკამათების უფლება არ აქვს. რაც შეეხება ამის შემდეგ იგივე დესტრუქციული ნაბიჯების გაგრძელებას, მგონი გასაგებია რა მიზანს ისახავს ეს. ეს ზურაბიშვილის მხრიდან არის მხოლოდ და მხოლოდ ქართული სახელმწიფოს, ქართული კონსტიტუციური მართლწესრიგის გამოწვევა და აბუჩად აგდება. ეს არცერთ შემთხვევაში არ შეშვენის ადამიანს, რომელსაც აქვს პრეტენზია, საქართველოს პრეზიდენტად იწოდებოდეს. აქედან გამომდინარე, მგონი ყველასთვის ნათელი უნდა იყოს, ვინმეს მოსწონს ეს ყველაფერი თუ არ მოსწონს, ფაქტია, არაფრით შეიძლება დაშვება, რომ ვინმემ საკუთარ თავს მისცეს უფლება, კონსტიტუციის თავზე გაიაროს“,-განაცხადა სარჯველაძემ.
როგორც მან აღნიშნა, სალომე ზურაბიშვილს ევროინტეგრაციის მიმართულებით საქართველოს მხარდაჭერა რომ სურდეს, არ იტყოდა იმას, რომ ქვეყანა კანდიდატის სტატუსს არ იმსახურებდა.
„სალომე ზურაბიშვილს რომ ჰქონდეს რეალურად განწყობა, რომ საქართველოს ხელი შეუწყოს ევროინტეგრაციის მიმართულებით ოცნების ახდენაში, რა თქმა უნდა, ის არ იტყოდა იმას, რომ საქართველო კანდიდატის სტატუსს არ იმსახურებდა და როდესაც კანდიდატის სტატუსის მიღება გარდაუვალი გახდა, შემდეგ არ დაფაცურდებოდა“,-განაცხადა სარჯველაძემ.

ასევე დაგაინტერესებთ