უკრაინა: გასულ ღამეს გავანადგურეთ 12 დრონი, 1 თვითმფრინავი და 1 რაკეტა

უკრაინის შეიარაღებული ძალების ცნობით, 18 თებერვლის ღამეს, განადგურებულია რუსი ოკუპანტების მიერ გაშვებული 12 დრონი, 1 ავიაგამანადგურებელი და 1 X-59 ტიპის რაკეტა.
“დილა მშვიდობის, ! მოსკოველებს კვლავ “არ აქვთ დანაკარგები”, დღეს (18 თებერვალს), დაახლოებით 6:00 საათზე კიდევ ერთი CУ-34 “წარმატებით დაბრუნდა” ბაზაზე”. – წერს საჰაერო ძალების ხელმძღვანელი მიკოლაი ოლეშუკი.
საჰაერო ძალების ცნობით 18 თებერვლის ღამეს საოკუპაციო ძალებმა უკრაინის მიმართულებით 6 საზენიტო მართვადი რაკეტა C-300, 3 ფრთოსანი რაკეტა X-22, მართვადი საავიაციო რაკეტა X-59 და 14 შაჰედის ტიპის დრონი გაუშვა.
შეტევის შედეგად დაიბომბა კრამატორსკი და სლავიანსკი, დაღუპულია 2 ადამიანი.
უკრაინის ტერიტორიას ავიაციითა და არტილერიით ყოველდღიურად ბომბავს.