რუსეთში, 2 დღის განმავლობაში ნავალნის ხსოვნისადმი მიძღვნილ აქციებზე 400 მოქალაქე დააკავეს. ინფორმაციას დამოუკიდებელი რუსული მედია ОВД ავრცელებს.
ყველაზე მეტი, 147 აქტივისტი სანკტ-პეტერბურგში დააკავეს. მეორე ადგილზე 49 დაკავებულით მოსკოვია.
დაკავებულთა ნაწილს 1-დან 6-დღემდე პატიმრობა მიესაჯა. აქტივისტების თქმით რამდენიმე დაკავებულს პოლიციამ სცემა.
რუსი ოპოზიციონერის გარდაცვალებიდან რამდენიმე საათში რუსეთის სხვადასხვა ქალაქებში აქტივისტებმა პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლთა მემორიალთან შეკრება დაიწყეს.
ნავალნის ხსოვნისადმი მიძღვნილი შეკრებები რუსეთის და მსოფლიოს რამდენიმე ქალაქში, მათ შორის თბილისშიც გაიმართა.
რუსი ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნი 16 თებერვალს, პატიმრობაშ გარდაიცვალა.