უკრაინელებმა რუსული „სუ-34“ მოიერიშე-ბომბდამშენი ჩამოაგდეს

უკრაინელმა სამხედროებმა დღეს დილით კიდევ ერთი რუსული თვითმფრინავი ჩამოაგდეს, – ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
უკრაინის საჰაერო ძალების მეთაურის, ნიკოლაი ოლეშჩუკის განცხადებით, ამჯერად „სუ-34“ ტიპის მოიერიშე-ბომბდამშენი განადგურდა.
„დილა მშვიდობისა, ! მოსკოველებს „დანაკარგები ისევ არ აქვთ“, კიდევ ერთი „სუ-34“ “წარმატებით დაბრუნდა” ბაზაზე”, – წერს ოლეშჩუკი.
ცნობისთვის, ნიკოლაი ოლეშჩუკმა გუშინ განაცხადა, რომ უკრაინელმა დამცველებმა ერთდროულად სამი რუსული თვითმფრინავი – ორი „სუ-34“ ტიპის მოიერიშე-ბომბდამშენი და ერთი „სუ- 35“ ტიპის მოიერიშე თვითმფრინავი – გაანადგურეს.

ასევე დაგაინტერესებთ