მადლობა ყველას, გამარჯვება ჩვენია. მე მხოლოდ უკეთესი და უკეთესი გავხდები” – მერაბ დვალიშვილი

“მადლობა ყველას, გამარჯვება ჩვენია. მე მხოლოდ უკეთესი და უკეთესი გავხდები”,- წერს მერაბ დვალიშვილი.
UFC 298-ზე მერაბ დვალიშვილი ჰენრი სეხუდოს შეხვდა და მსაჯთა ერთსულოვანი გადაწყვეტილებით დაამარცხა.
ბრძოლა ორივემ ფრთხილად დაიწყო, ერთმანეთის ტაქტიკას აკვირდებოდნენ. პირველი რაუნდის შუა წელს მერაბმა პირველი “თეიქდაუნიც” მიითვალა, ორიოდე წუთით ადრე კი ძლიერი დარტყმის შემდეგ ქართველს არ გაუმართლა და მექსიკელი მის უკან აღმოჩნდა.
მეორე რაუნდში სეხუდომ რამდენიმე მძიმე დარტყმა მიიღო, 2:18 წუთით ადრე კი ქართველმა ოლიმპიური ჩემპიონი წააქცია და საბოლოო ჯამში მეორე ხუთწუთეული დვალიშვილის აშკარა უპირატესობით დასრულდა.
მესამე, გადამწყვეტ რაუნდამდე, დვალიშვილმა 4 წუთით ადრე აიღო სეხუდოს ფეხი, მიიყვანა გალიასთან, რამდენიმე დარტყმაც მიაყენა და გადამწყვეტი რაუნდისთვის უპირატესობა მოიპოვა, საფინალო სიგნალამდე 2 წუთით ადრე კი შეტევით, ქართველმა საბოლოოდ გადაწყვიტა ორთაბრძოლის ბედი.
საბოლოო ჯამში ბრძოლა მერაბ დვალიშვილის სრული დომინაციით დასრულდა.

ასევე დაგაინტერესებთ

აჩიკო ბერიძე: „ქართული ოცნების“ ქალთა ორგანიზაციის ხელმძღვანელ, ნინო წილოსანთან ერთად, ბათუმის საპატიო მოქალაქეებს, საზოგადოების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებს შევხვდი (ფოტოები)

ბუნდესტაგის წევრი – კარი აქ არის და კარი ღიაა, ჩვენ არ ვაპირებთ ამ კარის აღებას და მის „ქართული ოცნების“ მიმართულებით გადატანას – ამ კარს არ გადავიტანთ, ერთ ნაბიჯსაც არ გადავდგამთ ევროკავშირის ღირებულებებს მიღმა