დანიის პრემიერი – მივიღეთ გადაწყვეტილება, მთელი ჩვენი არტილერია უკრაინას გადავცეთ

დანიამ მიიღო გადაწყვეტილება, მთელი თავისი არტილერია ს გადასცეს, – ამის შესახებ დანიის პრემიერ-მინისტრმა მეტე ფრედერიკსენმა მიუნხენში განაცხადა, სადაც უსაფრთხოების საკითხებზე კონფერენცია მიმდინარეობს.
ფრედერიკსენმა ასევე მოუწოდა ევროპის სხვა ქვეყნებს, გადასცენ თავიანთი საჰაერო თავდაცვის სისტემები და საბრძოლო მასალები უკრაინას, რადგან ახლა მათ უფრო სჭირდებათ.
დანიის პრემიერ-მინისტრის თქმით, ევროპელი ლიდერები ხშირად საუბრობენ იარაღის წარმოებასთან დაკავშირებულ პრობლემებზე და აცხადებენ, რომ ეს არის მიზეზი, რომელიც უკრაინისთვის დახმარების მიწოდების გაზრდის საშუალებას არ იძლევა. ახლა ისინი ხსნიან ახალ თავდაცვის საწარმოებს მომავლისთვის.
„მაგრამ უკრაინა ჩვენგან საბრძოლო მასალას და არტილერიას ახლა ითხოვს. გადავწყვიტეთ, მთელი ჩვენი არტილერია უკრაინას გადავცეთ. ამიტომ, მაპატიეთ, მეგობრებო, ევროპაში არის სამხედრო ტექნიკა, ეს არ არის მხოლოდ წარმოების საკითხი. ჩვენ გვაქვს იარაღი, საბრძოლო მასალა, საჰაერო თავდაცვის სისტემები, რომლებსაც ჯერ არ ვიყენებთ, ისინი უნდა გადავცეთ უკრაინას“, – აღნიშნა დანიის პრემიერმა.
შეგახსენებთ, ნიდერლანდების პრემიერ-მინისტრმა მარკ რუტემ, უკრაინაში F-16 ტიპის მოერიშეების უკრაინისთვის გადაცემის საკითხზე კომენტირებისას განაცხადა, რომ მათი რიცხვი შეიძლება იყოს იმაზე მეტი, ვიდრე მოსალოდნელია.
„იქნება 24 მოიერიშე, შესაძლოა მეტი, მაგრამ არა ნაკლები. ჩვენ ერთად ვმუშაობთ, დანიელებთან და სხვებთან ერთად“, – აღნიშნა რუტემ.
ამასთან, ჩეხეთის პრეზიდენტმა პეტრ პაველმა განაცხადა, რომ ქვეყანამ იპოვა წყაროები საზღვარგარეთ ასობით ათასი საარტილერიო საბრძოლო მასალისთვის, რომლის უკრაინისთვის გადაცემა რამდენიმე კვირაში შეეძლო. საუბარია ნახევარ მილიონ 155 მმ კალიბრის საბრძოლო მასალაზე და 300 000 ერთეულ 122 მმ კალიბრის საბრძოლო მასალაზე.

ასევე დაგაინტერესებთ

პეტრე ცისკარიშვილი – ხმა უნდა მივცეთ იმ ერთიანობას, რომელსაც აქვს ხედვა, გეგმა და საქართველოს წაიყვანს ევროპისკენ, კეთილდღეობისკენ, ევროატლანტიკური ინტეგრაციისკენ – უარი უნდა ვუთხრათ სიღარიბეს და იზოლაციას

ზურაბ ჯაფარიძე – მივმართავ ახალგაზრდებს, გავიაზროთ სად ვიმყოფებით, წლების განმავლობაში ბევრი რამ შევძელით, დავიწყეთ საუბარი ევროკავშირთან, ნატო-სთან, თავისუფალი ვაჭრობა გვაქვს, ვიზალიბერალიზაცია, თუმცა ეს ყველაფერი “ ქართული ოცნების” პირობებში საფრთხის ქვეშ დგება