რუსეთში ნავალნის ხსოვნისადმი მიძღვნილ აქციებზე 400-ზე მეტი ადამიანი დააკავეს

ალექსეი ნავალნის ხსოვნისადმი მიძღვნილ აქციებზე ს ქალაქებში 400-ზე მეტი ადამიანი დააკავეს.
OVD-Info-ს ცნობით, ს დაღუპვის შემდეგ რუსეთის სხვადასხვა ქალაქში ათასობით ადამიანი რეპრესირებულთა ძეგლებთან შეიკრიბა. დაპატიმრებები მალევე დაიწყო.
ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, 16 და 17 თებერვალს რუსეთის 37 ქალაქში 401 ადამიანი დააკავეს. აქედან ყველაზე მეტი – 200-ზე მეტი – სანქტ-პეტერბურგში, მეორე ადგილზე მოსკოვია 49 დაკავებულით, შემდეგ მოდის სტავროპოლი, სადაც 19 ადამიანი დააკავეს. OVD-Info-ს ცნობით, დაკავებულთა შორის 4 ჟურნალისტია.
ადმინისტრაციული მუხლის სხვადასხვა ნაწილის მიხედვით, დაკავებულებს ემუქრებათ 500 რუბლიდან 50 ათას რუბლამდე ოდენობის ჯარიმის გადახდა და პატიმრობა 15 დღემდე ვადით.
შეგახსენებთ, რუსეთის ფედერალური სასჯელაღსრულების სამსახურის იამალო-ნენეცის ავტონომიური ოლქის რეგიონული დეპარტამენტის ცნობით, დღეს, სასჯელაღსრულების მე-3 გამოსასწორებელ კოლონიაში რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, ალექსეი ნავალნი გარდაიცვალა. უწყების მტკიცებით, ნავალნიმ თავი ცუდად იგრძნო და გონება დაკარგა, რის შემდეგაც მედიკოსებმა მის გადასარჩენად რეანიმაციული ღონისძიებები განახორციელეს, მაგრამ უშედეგოდ.

ასევე დაგაინტერესებთ