ილია თოფურიამ UFC-ის საჩემპიონო ქამარი მოიპოვა, მერაბ დვალიშვილი ქამრის პრეტენდენტია

27 წლის ქართველი მებრძოლი ქვემსუბუქ წონით კატეგორიაში, UFC 298-ის ცენტრალურ მოქმედ ჩემპიონს – ავსტრალიელ ალექსანდრ ვოლკანოვსკის დაუპირისპირდა, მეორე რაუნდში ნოკაუტით დაამარცხა და საჩემპიონო ქამარი ჩამოართვა.
ილია თოფურიას MMA-ის კარიერაში თხუთმეტი ბრძოლა აქვს ჩატარებული და თხუთმეტივე მოგებული.
ბრძოლის დასრულების შემდეგ თოფურიამ კონორ მაკგრეგორი გამოიწვია.
UFC 298-ზე, თოფურიას ტრიუმფამდე ცოტა ხნით ადრე, ოქტაგონზეზე მერაბ დვალიშვილიც ავიდა და UFC-ში ზედიზედ მეათე გამარჯვება იზეიმა.
დვალიშვილმა სუპერმსუბუქ წონით კატეგორიაში, მექსიკელ ჰენრი სეხუდოს სამრაუნდიან ბრძოლაში დიდი უპირატესობით აჯობა.
სეხუდო ორგანიზაციის ყოფილი ჩემპიონია და მასთან წარმატების შემდეგ, დვალიშვილს უკვე სამი ყოფილი ჩემპიონი ჰყავს დამარცხებული. ჰენრი სეხუდომდე ჟოზე ალდოს და პიტერ იანს სძლია.
UFC-ის ქართველ მებრძოლს, მერაბ დვალიშვილს გამარჯვება პირადად მოულოცა Facebook-ისა და Meta Platforms-ის დამფუძნებელმა და აღმასრულებელმა დირექტორმა მარკ ზაკერბერგმა, რომელიც ბრძოლას ესწრებოდა. მან საერთო ფოტო INSTAGRAM STORY-შიც გამოაქვეყნა.
დღევანდელი გამარჯვებით მერაბ დვალიშვილი ძალიან მიუახლოვდა სატიტულო ბრძოლას.

ასევე დაგაინტერესებთ

აჩიკო ბერიძე: „ქართული ოცნების“ ქალთა ორგანიზაციის ხელმძღვანელ, ნინო წილოსანთან ერთად, ბათუმის საპატიო მოქალაქეებს, საზოგადოების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებს შევხვდი (ფოტოები)

ბუნდესტაგის წევრი – კარი აქ არის და კარი ღიაა, ჩვენ არ ვაპირებთ ამ კარის აღებას და მის „ქართული ოცნების“ მიმართულებით გადატანას – ამ კარს არ გადავიტანთ, ერთ ნაბიჯსაც არ გადავდგამთ ევროკავშირის ღირებულებებს მიღმა