თბილისში, უზნაძის 82 ნომერში, დიზაინის ინსტიტუტი გაიხსნა

შაბათს, 17 თებერვალს, 17:00 საათზე, უზნაძის 82 ნომერში,  დიზაინის ინსტიტუტის გახსნის ღონისძიება გაიმართა.

დიზაინის ინსტიტუტი შემოქმედებითობაზე და დიზაინზე ფოკუსირებული, რეგიონული საგანმანათლებლო კვლევითი ინსტიტუციაა სტუდენტებისთვის და პროფესიონალებისთვის. დიზაინის ინსტიტუტის მისიაა, ბევრ ადამიანს გაუზიაროს დიზაინის ცოდნა და შემოქმედებითი უნარები, ასწავლოს, როგორ მოაგვაროს ნებისმიერი პრობლემა საკუთარი შემოქმედებითი რესურსით და სწორი დიზაინით.

დიზაინის ინსტიტუტმა სტუდენტების მიღება თებერვლიდან დაიწყო, სტუდენტებს და პროფესიონალებს უკვე აქვთ შესაძლებლობა ისწავლონ მცირეხნიან და ხანგრძლივ კურსებზე, ვორქშოპებსა და მასტერკლასებზე.

ინსტიტუტმა თავი მოუყარა დიზაინის სფეროში მომუშავე 100-მდე ქართველ და უცხოელ სპეციალისტს — პროფესიონალებს, რომლებიც ქმნიან შემოქმედებითი ინდუსტრიის კულტურას. სფეროს საუკეთესო წარმომადგენლები გაუზიარებენ თავის თეორიულ და პრაქტიკულ ცოდნას ახალ თაობას და ფართო აუდიტორიას.

“ჩვენ გვჯერა, რომ განათლება ხელმისაწვდომი უნდა იყოს ყველასთვის. შესაბამისად, გამოვაცხადებთ სასტიპენდიო და ფინანსური დახმარების პროგრამებს ნიჭიერი ახალგაზრდებისთვის, მივცემთ საშუალებას სტუდენტებს დასაქმდნენ და მიიღონ მონაწილეობა პრაქტიკულ სამუშაოებში, ვითანამშრომლებთ კერძო და საჯარო სექტორთან სტუდენტების სტაჟირების და დასაქმების კუთხით”, – ამბობს დიზაინის ინსტიტუტის დამფუძნებელი, ნინო ეგაძე.

დიზაინის ინსტიტუტი ძველ თბილისში, მე-19 საუკუნის ისტორიულ შენობის ხუთ სართულზეა განლაგებული. აკადემიური საქმიანობის გარდა, ინსტიტუტის შიდა და გარე სივრცეები შეკრების ადგილი იქნება სხვადასხვა საგანმანათლებლო და კულტურული ღონისძიებებისთვის, შეხვედრებისთვის. ინსტიტუტში გაიხსნება წიგნის მაღაზია თემატური წიგნებით და საგამოფენო სივრცები.

 

ასევე დაგაინტერესებთ

სალომე ზურაბიშვილი ირაკლი კობახიძის ღია წერილზე – ეს ალბათ, პირველი შედეგია იმის, რომ ბიძინა ივანიშვილმა ვერც ვერაფერი დაალაგა – ტრამპს ალბათ, დღეს ამისთვის ნაკლებად სცალია, მაგრამ ვინც წაიკითხავს, ძალიან სამწუხაროა, ეს მათთვის იქნება გამაოგნებელი

ალექსანდრე დარახველიძე – გრძელია იმ ქვეყნების ჩამონათვალი, ვისი მოქალაქეებიც აქციებში იყვნენ ჩართული – მნიშვნელოვანია არსებობდეს მექანიზმი, რომ უცხოელი, რომელიც შეკრების წესებს დაარღვევს ან წვრილმან ხულიგნობას ჩაიდენს, ქვეყნიდან გავაძევოთ