ვიქტორ ორბანი – უნგრეთის პარლამენტი ნატო-ში შვედეთის გაწევრიანებას საგაზაფხულო სესიის დასაწყისში განიხილავს

უნგრეთის პარლამენტი ნატო-ში შვედეთის გაწევრიანებას საგაზაფხულო სესიის დასაწყისში განიხილავს, – ამის შესახებ უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა განაცხადა.
მისი თქმით, ბუდაპეშტისა და სტოკჰოლმის დავა “დასასრულს უახლოვდება”.
“შვედეთის პრემიერ-მინისტრთან მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადავდგით. პარლამენტის საგაზაფხულო სესიის დასაწყისში ნატო-ში შვედეთის გაწევრიანების რატიფიცირებისკენ მიდივართ,” – განაცხადა ორბანმა.
უნგრეთის პარლამენტი მუშაობას 26 თებერვლიდან დაუბრუნდება.
ცნობისთვის, შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ტობიას ბილსტრიომმა 14 თებერვალს განაცხადა, რომ უნგრეთის მიერ შვედეთის ნატოში გაწევრიანებას “უახლოეს მომავალში” ელის. ამ მომენტისთვის უნგრეთი ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ბოლო წევრია, რომლის პარლამენტსაც ჯერ არ მოუხდენია შვედეთის გაწევრიანების რატიფიცირება.

ასევე დაგაინტერესებთ

მაკკეინის ინსტიტუტი შეფასებას აქვეყნებს, სადაც სხვა საკითხებთან ერთად, „ქართული ოცნების“ ლიდერების სანქცირებასა და რამდენიმე ქართული NGO – ს მხრიდან ვიზალიბერალიზაციის შეჩერების მოთხოვნაზეა საუბარი