ბლინკენი ისრაელისთვის ხედავს მეზობლებთან კავშირების ნორმალიზების “განსაკუთრებულ“ შესაძლებლობას

უახლოეს თვეებში, ისრაელს აქვს „განსაკუთრებული“ შესაძლებლობა ურთიერთობის ნორმალიზებისთვის თავის არაბ მეზობლებთან, განაცხადა -ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა 17 თებერვალს და ასევე, საგანგებოდ აღნიშნა პალესტინელთა სახელმწიფოს შექმნის საჭიროება.
Reuters-ის ცნობით, აშშ-ის უმაღლესი რანგის დიპლომატმა განაცხადა, რომ არაბული ქვეყნები ჭეშმარიტ ძალისხმევას მიმართავენ პალესტინის ხელისუფლების აღდგენისთვის, რათა მან უფრო ეფექტიანად წარმოადგინოს პალესტინელები.
“ფაქტობრივად, ყველა არაბულ ქვეყანას მართლა სურს ს ინტეგრაცია რეგიონში, ურთიერთობების ნორმალიზების მიზნით… რათა უზრუნველყოფილი იყოს უსაფრთხოების ვალდებულებები და გარანტიები, რომ ისრაელმა თავი უფრო დაცულად იგრძნოს”, – განაცხადა ბლინკენმა მიუნხენის ყოველწლიურ კონფერენციაზე.
“და ასევე, ვფიქრობ, აუცილებელია და ახლა უფრო აქტუალურია, ვიდრე ოდესმე, პალესტინელთა სახელმწიფოს შექმნა, რაც ასევე უზრუნველყოფს ისრაელის უსაფრთხოებას”, – დასძინა მან. ბაიდენის ადმინისტრაცია მუშაობს „მეგა-შეთანხმებაზე“ , რომელიც ხელს შეუწყობს საუდის არაბეთსა და ისრაელს შორის ურთიერთობის ნორმალიზებას. ეს სამეფო და სხვა არაბული ქვეყნები, შეთანხმების ფარგლებში, ესწრაფვიან პალესტინელთა სახელმწიფოს შექმნას. ვაშინგტონიც მუშაობს შეთანხმების მიღწევაზე, რათა უზრუნველყოს თავის მიერ და ევროკავშირში ტერორისტულ დაჯგუფად შერაცხილი ჰამასის მიერ გატაცებული ისრაელელი მძევლების გათავისუფლება, როცა მან 7 ოქტომბერს ისრაელის საზღვარი გადაკვეთა და მოაწყო ქვეყანაში ერთ-ერთი ყველაზე უფრო სისხლიანი თავდასხმა ბოლო ათწლეულების განმავლობაში.
მიუნხენში ბლინკენი შეხვდა ისრაელის პრეზიდენტს, იცხაკ ჰერცოგს. მათ განიხილეს მძევლებზე შეთანხმების მიღწევისა და კონფლიქტში პაუზის მიღწევის ძალისხმევები, რათა მეტი ჰუმანიტარული დახმარების შესვლის საშუალება იყოს ღაზაში, თქვა სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა განცხადებაში.
შეთანხმება მძევლების შესახებ და ჰუმანიტარული პაუზა განიხილება საუდის არაბეთსა და ისრაელს შორის ნორმალიზების შეთანხმების შესახებ მოლაპარაკებებისთვის ხელშეწყობად, რომელიც თავდასხმის შემდეგ, მაშინვე გაიყინა, მაგრამ ბოლო თვეებში კვლავ აღდგა.
აშშ-ის ოფიციალური პირების თანახმად, მოლაპარაკებები ღაზის სექტორის სტრუქტურაზე ომის დამთავრების შემდეგ და იმის შესახებ, როგორ უნდა უნდა იყოს რეფორმირებული პალესტინის ხელისუფლება, რომელსაც შეზღუდული თვითმმართველობა აქვს ოკუპირებული სამხრეთ ნაპირის ზოგიერთ რაიონში, რათა მართოს მჭიდროდ დასახლებული ანკლავი და განსაზღვროს პალესტინის სახელმწიფოს შექმნის გზა – ესენი ყველა ერთი განტოლების ცვლადებია.

ასევე დაგაინტერესებთ