ბერლინალეზე უკრაინის შესახებ აბელ ფერარის ფილმის პრემიერა გაიმართა

ბერლინის 74-ე საერთაშორისო კინოფესტივალზე, რომელიც 15 თებერვალს გაიხსნა, კონკურსგარეშე აჩვენეს ამერიკელი რეჟისორის, აბელ ფერარას დოკუმენტური ფილმი ში ომის შესახებ – “მარილი ჭრილობებზე”.
ფერარა უკრაინაში გაგზავნეს, რათა გაეგოთ პასუხი შეკითხვაზე, თუ რატომ დაიწყო ბარბაროსული ომი, რომელმაც ამდენი ტანჯვა და განსაცდელი მოიტანა. მის მოსაუბრეთა შორის იყვნენ: პრეზიდენტი , მისი ოფისის ხელმძღვანელი, ანდრეი ერმაკი, უკრაინელი სამხედროები და უბრალო უკრაინელი მოქალაქეები, რომლებიც საბრძოლო მოქმედებების ზონაში აღმოჩნდნენ. ფერარა იღებდა ბოროდიანკასა და ს ოლქის სხვა ქალაქებში, რომლებიც ს ჯარებმა დაიპყრეს 2022 წლის თებერვალში, და ადგილობრივ მცხოვრებლებს ეკითხებოდა, თუ როგორ გადაიტანეს მათ ოკუპაცია.
ფილმში ერთ-ერთი თვალსაჩინო ინტერვიუ არის ერთი უკრაინელი სამხედროს მონათხრობი, რომელიც მძიმედ იყო დაჭრილი და ორი დღე ბრძოლის ველზე გაატარა, სანამ შემთხვევით არ იპოვეს მეგობრებმა. მან ხელი დაკარგა და სასწაულებრივად გადარჩა. ის თავის ექსტრემალურ გამოცდილებას აღწერს. პასუხს შეკითხვაზე, თუ რატომ დასჭირდა რუსეთს ომი, აბელ ფერარა ვერ პოულობს, მაგრამ ვოლოდიმირ ზელენსკი მას უხსნის, როგორ შეძლო უკრაინამ ამის გაძლება: უბრალო ადამიანების – და მათ შორის ბავშვებისაც – სიმამაცისა და სულიერი სიმტკიცის წყალობით.
ბერლინის კინოფესტივალი 15 თებერვალს გაიხსნა ირლანდიური დრამით “ასეთი წვრილმანები”. გახსნის ცერემონიაზე მოწვეული იყვნენ სხვადასხვა პოლიტიკური ძალის წარმომადგენლები. მაგრამ 8 თებერვალს გამოცხადდა, რომ ფესტივალის ხელმძღვანელობამ მოწვევები გაუუქმა ულტრამემარჯვენე პარტიის, “ალტერნატივა გერმანიისთვის”, წევრებს.
ბერლინალეს მთავარ პრიზებს, “ოქროს” და “ვერცხლის” დათვებს, ერთმანეთს შეეცილება 20 ნამუშევარი 30 ქვეყნიდან. ფესტივალი 25 თებერვალს დასრულდება.

ასევე დაგაინტერესებთ

რამაზ საყვარელიძე – ხაზარაძე-გახარიას გაერთიანების შემთხვევაში, შესაძლოა, ნაკლები შედეგი ჰქონოდა, ხმები დაეკარგათ – ეს მათ იციან, თუმცა პრეზიდენტმა არ იცის, ცოცხალი პოლიტიკური ბრძოლის გამოცდილება არ აქვს, პრეზიდენტობაც კი გაუჭირდა

გივი მიქანაძე აშშ-ის მიერ დაწესებულ სანქციებსა და სავიზო შეზღუდვაზე – წინასაარჩევნო პერიოდში უცხო ქვეყნის მხრიდან მსგავსი ქმედებების განხორციელება წარმოადგენს წინასაარჩევნო პროცესში ჩარევას

გივი მიქანაძის განცხადებით „ნაციონალური მოძრაობის“ და „კოალიცია ცვლილებებისთვის“ წარმომადგენლებმა, ქუთაისსა და გორში, „ქართული ოცნების“ შეხვედრების ჩაშლა სცადეს, რაც საარჩევნო კამპანიაში ხელისშეშლას წარმოადგენს