საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, არ ფიქრობს, რომ ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილსა და ალექსეი ნავალნის შორის პარალელის გავლება შესაძლებელია. ამის შესახებ მან Bloomberg-თან ინტერვიუში ისაუბრა.
“არ ვფიქრობ, რომ შედარება შეგვიძლია… შედარების მიზეზი არ არსებობს, განსაკუთრებით, ამ შემთხვევაში. საქართველო რუსეთი არაა და ამას ყოველთვის გავიმეორებ! რაც შეეხება ამ ტრაგიკულ სიტუაციას, რომელიც ალექსეი ნავალნის ეხება… თუ ეს სიმართლეა, თუ ეს დადასტურდება, (მისი მეუღლე ახლახანს აქ კონფერენციაში იღებდა მონაწილეობას), ვფიქრობ, ეს დამღუპველი და ტრაგიკული იქნება მთელ მსოფლიოში ადამიანის უფლებებისა და დემოკრატიისთვის, რუსეთისთვის კი, ეს უბრალოდ იმას დაადასტურებს, რა რეჟიმია დღეს იქ, მაგრამ ვფიქრობ, რომ ჩვენთვის, ყველასათვის ეს ტრაგედია იქნება”, – განაცხადა ზურაბიშვილმა.