ალექსეი ნავალნის პრესსპიკერის, კირა იარმიშის განცხადებით, მისი ცხედარი იმ მორგში არ არის, სადაც ირწმუნებოდნენ, რომ იყო. ამის შესახებ იარმიში სოციალურ ქსელში წერს.
“სალეხარდის მორგში ალექსეის ადვოკატი და დედა მივიდნენ. ის დახურულია, მიუხედავად კოლონიის რწმუნებისა, რომ მუშაობს და ნავალნის ცხედარი იქ არის. კარზე მითითებულ ტელეფონის ნომერზე დარეკა ადვოკატმა. მას უთხრეს, რომ ის მეშვიდე იყო, ვინც დღეს დარეკა. მორგში ალექსეის ცხედარი არ არის”, – წერს ნავალნის სპიკერი.
მანამდე კირა იარმიშმა წერდა, რომ ალექსეის დედისთვის გადაცემული ოფიციალური შეტყობინების თანახმად, პოლიტიკოსი 16 თებერვალს, ადგილობრივი დროით 14:17 საათზე დაიღუპა, ხოლო ამ დროისთვის მის ცხედარს ექსპერტიზა უტარდება.
სპიკერის განცხადებით, ოჯახი ცხედრის დაუყოვნებლივ მათთვის გადაცემას ითხოვს.
***