დმიტრო კულება მიუნხენში ენტონი ბლინკენს შეხვდა

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი, მიუნხენში ენტონი ბლინკენს შეხვდა.
დმიტრო კულებას ცნობით, -ის სახელმწიფო მდივანთან მოლაპარაკებების მთავარი თემა აშშ-ის მიერ უკრაინის მხარდაჭერის გაგრძელება იყო.
„მე მას ყველაფრისთვის, რაც აშშ-მა უკრაინისთვის აქამდე გააკეთა მადლობა გადავუხადე. ასევე, უკრაინის დამცველების გადაუდებელი და პრიორიტეტული საჭიროებების: საბრძოლო მასალის, საჰაერო თავდაცვისა და შორ მანძილზე მოქმედი შესაძლებლობების შესახებ ვესაუბრე. აღნიშნულ კონტექსტში უკრაინისთვის 300 კილომეტრზე მეტ მანძილზე მოქმედი ATACMS-ის ტიპის რაკეტების მიწოდების არგუმენტები წარმოვადგინე“, – წერს კულება X-ზე.
კულებამ აღნიშნა, რომ აშშ-ის სამხედრო დახმარება ძალიან მნიშვნელოვანია.
„ჩვენ შესაბამისი გადაწყვეტილებების შესახებ აქტიურად ვმუშაობთ და მდივანმა ბლინკენმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ აშშ მხარდაჭერის მობილიზებას გააგრძელებს“, – აღნიშნა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ვახტანგ გომელაური ზვიად ხარაზიშვილის და მილერი ლაგაზაურის დასანქცირებაზე – ძალიან კარგად ვუხდით, ჩვეულებრივად იღებენ ხელფასს – ბანკში მარტო ვიზა ბარათებია, სხვა ბარათები არ არსებობს?

პრეზიდენტი კითხვაზე იქნება თუ არა პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი – ცხოვრებაში რომ არაფერია გამორიცხული, ეს არის ის ძნელი გაკვეთილი, რაც ვისწავლე წლების მანძილზე – პრემიერობის კანდიდატი შერჩეული მყავს