ილია დარჩიაშვილი აშშ-ის ევროპული სარდლობის მეთაურს შეხვდა

მიუნხენის კონფერენციის ფარგლებში, საგარეო უწყების ხელმძღვანელმა შეხვედრა გამართა ევროპის მოკავშირეთა უმაღლეს მთავარსარდალთან და -ს ევროპული სარდლობის მეთაურთან, გენერალ ქრისტოფერ კავოლისთან.
ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
მათივე ცნობით, შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოსა და აშშ-ის შორის არსებული სტრატეგიული პარტნიორობის ძირითადი მიმართულებები განიხილეს.
„ხაზი გაესვა საქართველოს მიმართ ამერიკის მტკიცე პოლიტიკურ და პრაქტიკულ მხარდაჭერას.
ყურადღება გამახვილდა რეგიონში არსებულ უსაფრთხოების გარემოზე და საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილ ვითარებაზე. აღინიშნა შავი ზღვის რეგიონის გაზრდილი მნიშვნელობა, როგორც უსაფრთხოების, ასევე ეკონომიკური მიმართულებით.
ასევე, აღინიშნა აშშ-ს მხრიდან საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობის და ქვეყნის საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტების მიმართ ურყევი მხარდაჭერა“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ

ვახტანგ გომელაური ზვიად ხარაზიშვილის და მილერი ლაგაზაურის დასანქცირებაზე – ძალიან კარგად ვუხდით, ჩვეულებრივად იღებენ ხელფასს – ბანკში მარტო ვიზა ბარათებია, სხვა ბარათები არ არსებობს?

პრეზიდენტი კითხვაზე იქნება თუ არა პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი – ცხოვრებაში რომ არაფერია გამორიცხული, ეს არის ის ძნელი გაკვეთილი, რაც ვისწავლე წლების მანძილზე – პრემიერობის კანდიდატი შერჩეული მყავს