საქართველოს პრეზიდენტი ამერიკელ სენატორებს შეხვდა

საქართველოს პრეზიდენტი , მიუნხენში, უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში, ამერიკელ სენატორებს ჯინ შაჰინსა და ტომ ტილისს შეხვდა.
ამის შესახებ სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელ X-ში წერს.
როგორც ზურაბიშვილი აღნიშნავს, შეხვედრაზე შავი ზღვის უსაფრთხოების საკითხთან ერთად „ხაზი გაესვა ს საგანგაშოდ უკანონო გეგმებს ოკუპირებულ აფხაზეთში საზღვაო ბაზის შექმნის შესახებ“.
„მადლობა გადავუხადე სენატორ ჯინ შაჰინსა და სენატორ ტომ ტილისს -ს მტკიცე მხარდაჭერისთვის ევროკავშირსა და ნატო-ში ჩვენი ინტეგრაციის გზაზე. ასევე, განვიხილეთ შავი ზღვის უსაფრთხოების საკითხი და ხაზი გაესვა რუსეთის საგანგაშოდ უკანონო გეგმებს ოკუპირებულ აფხაზეთში საზღვაო ბაზის შექმნის შესახებ“, – წერს ზურაბიშვილი.

ასევე დაგაინტერესებთ

ვახტანგ გომელაური ზვიად ხარაზიშვილის და მილერი ლაგაზაურის დასანქცირებაზე – ძალიან კარგად ვუხდით, ჩვეულებრივად იღებენ ხელფასს – ბანკში მარტო ვიზა ბარათებია, სხვა ბარათები არ არსებობს?