ნიდერლანდების პრემიერ-მინისტრი – ტრამპის შესახებ წუწუნი უნდა შევწყვიტოთ – ჩვენ მასთან უნდა ვიმუშაოთ, ვინც საცეკვაო მოედანზეა

ტრამპის შესახებ წუწუნი უნდა შევწყვიტოთ, – ამის შესახებ ნიდერლანდების პრემიერ-მინისტრმა, მარკ რუტემ მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
„ჩვენ ტრამპის შესახებ წუწუნი და ჩივილი უნდა შევწყვიტოთ, ეს ამერიკელების გადასაწყვეტია. მე ამერიკელი არ ვარ, -ში ხმის მიცემა არ შემიძლია. ჩვენ მასთან უნდა ვიმუშაოთ, ვინც საცეკვაო მოედანზეა. მთელი ეს წუწუნი და ჩივილი ტრამპზე, ბოლო ორი დღის განმავლობაში გამუდმებით მესმის. მოდით, ამის კეთება შევწყვიტოთ“, – განაცხადა მარკ რუტემ.
ნიდერლანდების პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ ევროპამ თავდაცვაზე მეტი უნდა დახარჯოს და არ აქვს მნიშვნელობა იმას, დაბრუნდება თუ არა .
რუტეს თქმით, ევროპამ უკრაინის მხარდაჭერა უნდა გაზარდოს, რადგან ეს ევროპის ინტერესების ნაწილს წარმოადგენს.

ასევე დაგაინტერესებთ

ვახტანგ გომელაური ზვიად ხარაზიშვილის და მილერი ლაგაზაურის დასანქცირებაზე – ძალიან კარგად ვუხდით, ჩვეულებრივად იღებენ ხელფასს – ბანკში მარტო ვიზა ბარათებია, სხვა ბარათები არ არსებობს?