ნორვეგიამ ექვს რუსულ ბომბდამშენსა და გამანადგურებელს გზა გადაუჭრა – NATO

F-35-ის ტიპის ნორვეგიულმა მოიერიშე თვითმფრინავებმა ექვს რუსულ ბომბდამშენსა და გამანადგურებელს გზა გადაუჭრეს. ინფორმაციას NATO-ს საჰაერო სარდლობა სოციალურ ქსელში ავრცელებს.
17 ნოემბერს ნორვეგიული F-35 ევენესის სამხედრო-საჰაერო ბაზიდან მას შემდეგ აფრინდა, რაც რუსული თვითმფრინავი NATO-ს წევრი ქვეყნის საჰაერო სივრცეს მიუახლოვდა.
🇳🇴 F-35 scrambled yesterday from Evenes, Norway due to Russian aircraft 🇷🇺 flying close to #NATO Allied airspace

The 🇳🇴 5th Gen fighters identified 2 Tu-160 Bombers, 2 MiG-31 & 2 Il-78 Midas. The 🇷🇺 Aircraft returned to Russia shorty after meeting the F-35s#SecuringTheSkies pic.twitter.com/dIWlnMveI2— NATO Air Command (@NATO_AIRCOM) November 17, 2023
NATO-ს ინფორმაციითვე, მე-5 თაობის ნორვეგიულმა მოიერიშე თვითმფრინავებმა ორი Ту-160 ბომბდამშენი, ორი МіГ-31 და ორი Іл-78 Midas ამოიცნეს.