მიხეილ სარჯველაძე – მამუკა ხაზარაძე ამბობს, რომ რუსეთს სანქციებს დაუწესებს და თან ვაჭრობას არ შეწყვეტს – თვითონაც ხვდებიან, რომ ის, რაც თქვეს, საზოგადოების მოტყუების მცდელობა იყო, ახლა უბრალოდ მათემატიკაში გაიჭედნენ

„ლელოში“ თვითონაც ხვდებიან, რომ ის, რაც განაცხადეს პენსიებზე, საზოგადოების მოტყუების მცდელობა იყო. ახლა უბრალოდ გაიჭედნენ მათემატიკაში, – ამის შესახებ ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, მ განაცხადა.
მისივე თქმით, თუ მამუკა ხაზარაძის ლოგიკას მივყვებით, შეუძლებელი ხდება არათუ პენსიის გაზრდა, არამედ არსებული პენსიის დაფინანსება შეიძლება გახდეს პრობლემა.
„ხაზარაძე ამბობს, რომ რუსეთს სანქციებს დაუწესებს და თან ვაჭრობას არ შეწყვეტს. თვითონაც ხვდებიან, რომ ის, რაც თქვეს, საზოგადოების მოტყუების მცდელობა იყო. ახლა უბრალოდ გაიჭედნენ მათემატიკაში. სანქციები რომ დავუწესოთ რუსეთს, ეს გამოიწვევს 10%-იან ეკონომიკურ ვარდნას. პრაქტიკულად, შეუძლებელი ხდება არათუ პენსიის გაზრდა, არამედ არსებული პენსიის დაფინანსება შეიძლება გახდეს პრობლემა, თუ მივყვებით იმ ლოგიკას, რაც აქვს ბატონ ხაზარაძეს. მგონი გასაგებია, რომ ის იტყუებოდა, უბრალოდ ახლა გამოაშკარავდა მისი ტყუილი და შესაბამისად, ამ გზით თავდაცვა უწევს“, – აღნიშნა სარჯველაძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

ნატალია კანემი – UNFPA-ს მიზანია, აღკვეთოს გენდერული ნიშნით ძალადობა მსოფლიო მასშტაბით, დაიცვას ქალები და გოგოები და დაეხმაროს ძალადობის მსხვერპლებს ტრავმის გადალახვასა და ძალების აღდგენაში