ხაბეიშვილი: ნავალნის მკვლელობა ზურაბიშვილს უნდა აჩქარებდეს, სააკაშვილი შეიწყალოს

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე, რუსი ოპოზიციონერის ს სიკვდილს სოციალურ ქსელში გამოეხმაურა და მას “პუტინის როგორც პატარა, მკვლელი მანიაკის სახის” გამოვლინება უწოდა. ხაბეიშვილის თქმით, ნავალნის მკვლელობა საქართველოს პრეზიდენტს სალომე ზურაბიშვილს ს შეწყალების შესახებ გადაწყეტილების მიღებისკენ უნდა უბიძგებდეს.
“განსხვავებული აზრის დევნა, ოპონენტის ფიზიკური განადგურება, ადამიანის სიცოცხლის მიმართ ზერელე დამოკიდებულება, მოწამვლა, არაადამიანური მოპყრობა და სიკვდილით დასჯა, ეს არის პუტინის როგორც პატარა, მკვლელი მანიაკის სახე…
ნავალნის მკვლელობა და მის წინააღმდეგ განხორციელებული მოქმედებები არის, კიდევ ერთი, უტყუარი მტკიცებულება, რომ პუტინი ადამიანის, მსოფლიოს ნომერ პირველი მტერია.
ივანიშვილი, როგორც პუტინის მანიაკალური იდეოლოგიის გამგრძელებელი საქართველოში, არის უდიდესი საფრთხე ჩვენი ქვეყნის მომავლისთვის. ივანიშვილი ერთი ერთში იმეორებს მისი “ფავორიტის” მოქმედებებს, პრეზიდენტ სააკაშვილის წინააღმდეგ, დაწყებული მოწამვლით, გაგრძელებული მის წინააღმდეგ ფიზიკური თუ ფსიქოლოგიური ანგარიშსწორებით.
ნავალნის მკვლელობა, კიდევ უფრო უნდა აჩქარებდეს ს მხრიდან გადაწყვეტილების მიღებას, არ მიიღოს მონაწილეობა ივანიშვილის ბინძურ მოქმედებებში, რომელიც თანხვედრაშია მკვლელი პუტინის სურვილებთან და მოქმედებებთან. უდიდესი პასუხისმგებლობა ეკისრება ზურაბიშვილს. პირადი დამოკიდებულებებით არ უნდა იღებდეს გადაწყვეტილებას. ის, ვალდებულია გაითვალისწინოს საქართველოს სახელმწიფო ინტერესები და იმოქმედოს შესაბამისად. უნდა ესმოდეს პასუხისმგებლიან ადამიანს, პოლიტიკოსს და პრეზიდენტს, რომ ახლა მნიშვნელოვანია, დროული მოქმედება მიხეილ სააკაშვილის საქმესთან დაკავშირებით.
ახლა, როგორც არასდროს ჩვენს ქვეყანას სჭირდება ერთობა, იმისთვის რომ გამოვიყენოთ შესაძლებლობა. უახლოესი კვირეები, თვეები განსაზღვრას საქართველოს მომავალს და ყველას გვესმის, რომ ივანიშვილთან ერთად და მისი “ხელმძღვანელობით”, ევროკავშირში არავინ მიგვიღებს. გვაქვს აბსოლუტურად უპრეცედენტო შანსი გავარღვიოთ ივანიშვილის “მოჯადოვებული ველი”, სადაც მხოლოდ უპერსპექტივობა, უმუშევრობა, გაჭირვება და უსამართლობაა… ხალხი, ჩვენ გავიმარჯვებთ”. – წერს ხაბეიშვილი Facebook-ზე.
ნავალნი პატიმრობაში გარდაიცვალა – ინფორმაცია ს აღსრულების ფედერალური სამსახურმა გუშინ, 16 თებერვალს გაავრცელა.