რუსი ოპოზიციონერის, ალექსეი ნავალნის პრესსპიკერმა, კირა იარმიშმა ნავალნის სიკვდილი დაადასტურა. ამის შესახებ იარმიშმა ნავალნის დედისთვის მიცემულ ოფიციალურ შეტყობინებაზე დაყრდნობით სოციალურ ქსელ X-ზე დაწერა.
“ალექსეი ნავალნი მოკლეს. ალექსეის დედისთვის მიცემული ოფიციალური შეტყობინების თანახმად, იგი დაიღუპა 16 თებერვალს, ადგილობრივი დროით, 14:17 საათზე”. – წერს იარმიში.
ამასთან, როგორც იგი კოლონიის თანამშრომელზე დაყრდნობით წერს, ნავალნის ცხედარი ახლა სალეხდარში “გამოძიების” მიზნით იმყოფება.
“მოვითხოვთ, ალექსეი ნავალნის ცხედარი სასწრაფოდ გადასცენ მის ოჯახს”. – წერს ნავალნის სპიკერი.
რუსი ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნი 16 თებერვალს, პატიმრობაში გარდაიცვალა.