„ჰამასის“ პოლიტბიუროს ხელმძღვანელი – „ჰამასი“ აგრესიის სრულად შეწყვეტას ითხოვს

„ჰამასი“ აგრესიის სრულად შეწყვეტას ითხოვს, – ამის შესახებ „ჰამასის“ პოლიტბიუროს ხელმძღვანელმა, ისმაილ ჰანიემ განაცხადა.
„იმაზე ნაკლებს არაფერს დავთანხმდებით, ვიდრე აგრესიის სრულად შეწყვეტა, საოკუპაციო არმიის ღაზიდან გაყვანა და უსამართლო ალყის მოხსნაა“, – აცხადებს ისმაილ ჰანიე.
ჰანიემ აღნიშნა, რომ ისრაელმა პალესტინელი პატიმრები ნებისმიერი შეთანხმების შემთხვევაში უნდა გაათავისუფლოს.